არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიმღერა 13

სამადლობელი ლოცვა

სამადლობელი ლოცვა

(ფსალმუნი 95:2)

1. იეჰოვა, ლოცვების მომსმენო,

ლოცვით მოგმართავთ უზენაესო!

ჩვენ ქედს ვიხრით შენ წინაშე და გთხოვთ,

შენი მზრუნველობა არ მოგვაკლო.

სუსტები ვართ და ყოველდღე ვცდებით,

გთხოვთ, მოგვიტევო ჩვენი ცოდვები.

შენი ძის სისხლით გამოგვისყიდე.

გვსურს, ახლა და მუდამ გვასწავლიდე.

2. სინათლის ეზოებში იწვევ ხალხს,

მოძღვრავ და გრძნობენ ბედნიერებას.

გთხოვთ, გვასწავლე, რომ უკეთ გაგიცნოთ.

გვსურს აქ, შენს ტაძარში დავემკვიდროთ.

შენი ძლიერი მკლავის იმედით

მსახურები გყავს გაბედულები.

ხსნის ღმერთო, სამეფოს ვესალმებით,

ვქადაგებთ, რომ ის არის ურყევი.

3. შენი ზრუნვა სიხარულს გვგვრის ყველას,

ვრცელდება შენი თაყვანისცემა;

შენი სამეფო სიკეთით მოდის,

ის დარდს, გლოვას და სიკვდილს აღმოფხვრის.

შენი ძე აღმოფხვრის ბოროტებას

და სიხარულით შესძახებს ყველა:

„ვაქოთ იეჰოვა, მეფე ჩვენი“

ჩვენს ღმერთს ვუმღეროთ სამადლობელი!

(იხილეთ აგრეთვე ფსალმ. 65:2, 4, 11; ფილ. 4:6)