არჩეულ მასალაზე გადასვლა

24 ᲘᲐᲜᲕᲐᲠᲘ, 2024
კოტ-დ’ივუარი

გამოიცა „მათეს სახარება“ იაკუბა ენაზე

გამოიცა „მათეს სახარება“ იაკუბა ენაზე

2024 წლის 7 იანვარს კოტ-დ’ივუარის ფილიალის კომიტეტის წევრმა, ჟიულ ბაზიემ, გამოაცხადა, რომ გამოიცა „მათეს სახარება“ იაკუბა ენაზე. გამოცემის შესახებ განცხადება გაკეთდა მანში (კოტ-დ’ივუარი) გამართულ სპეციალურ შეხვედრაზე, რომელსაც ადგილზე 302 ადამიანი დაესწრო, ვიდეოკონფერენციის მეშვეობით კი — 257. ამ გამოცემის ელექტრონული და აუდიო ვერსიები მაშინვე გახდა ხელმისაწვდომი, ბეჭდური ვერსია კი უახლოეს მომავალში იქნება მზად.

და-ძმები ყურადღებით უსმენენ პროგრამას.

კოტ-დ’ივუარში, გვინეასა და ლიბერიაში დაახლოებით მილიონ-ნახევარი ადამიანი საუბრობს იაკუბა ენაზე. კოტ-დ’ივუარში იაკუბაენოვანი 4 კრება და 6 ჯგუფია, სადაც 250-ზე მეტი და-ძმა მსახურობს.

იაკუბა ენაზე არ არსებობს ბიბლიის სრული თარგმანი. არსებობს „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების“ ორი თარგმანი. სამწუხაროდ, არცერთ მათგანში არაა მოხსენიებული ღვთის სახელი იეჰოვა და ორივე თარგმანი რთულად გასაგები ენითაა შესრულებული. ამის ფონზე, იეჰოვას მოწმეები ძალიან გაახარა „მათეს სახარების“ იაკუბა ენაზე გამოცემამ, რადგან ის მარტივი და გასაგები ენითაა ნათარგმნი. ერთმა ძმამ აღნიშნა: „ძველი თარგმანებიდან ზოგიერთი მუხლი რამდენჯერმე უნდა წაგვეკითხა, თანაც ძალიან ნელა, ნორმალურად რომ გაგვეგო მისი მნიშვნელობა. მაგრამ ახლა შესაძლებლობა გვაქვს, „მათეს სახარებაში“ ჩაწერილი ცნობა ადვილად გავიგოთ და კითხვის პროცესითაც ვისიამოვნოთ“.

დიდებას ვუძღვნით იეჰოვას, რომ იაკუბა ენაზე მოსაუბრე და-ძმებს ასეთი ფასდაუდებელი საჩუქარი გაუკეთა. ეს თარგმანი დიდ დახმარებას გაუწევს მათ და უამრავ სხვა ადამიანს, რომლებიც უპირველესად სამეფოს ეძებენ (მათე 6:33).