არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

სწამთ იეჰოვას მოწმეებს „ძველი აღთქმის“?

სწამთ იეჰოვას მოწმეებს „ძველი აღთქმის“?

რასაკვირველია. იეჰოვას მოწმეებს სჯერათ, რომ მთელი ბიბლია „ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა“ (2 ტიმოთე 3:16). ეს წიგნი მოიცავს „ძველ აღთქმასაც“ და „ახალ აღთქმასაც“, როგორც დღეს მოიხსენიებენ ბიბლიის ამ ორ ნაწილს. ჩვეულებრივ, იეჰოვას მოწმეები „ძველ აღთქმას“ ებრაულ წერილებს უწოდებენ, ხოლო „ახალ აღთქმას“ — ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებს. ამგვარად ჩვენ არ ვუტოვებთ ხალხს ისეთ შთაბეჭდილებას, რომ ბიბლიის ზოგი ნაწილი მოძველებული ან დრომოჭმულია.

რატომ არის ქრისტიანებისთვის მნიშვნელოვანი „ძველი აღთქმაც“ და „ახალი აღთქმაც“?

ქრისტიანი მოციქული პავლე ღვთის შთაგონებით წერდა: „ყველაფერი, რაც წინათ დაიწერა, ჩვენ სასწავლებლად დაიწერა“ (რომაელები 15:4). ასე რომ, ებრაულ წერილებში ძალიან მნიშვნელოვანი ცნობებია ჩვენთვის ჩაწერილი. მასში მოცემულია ნამდვილი ისტორია და პრაქტიკული რჩევები.

  • ნამდვილი ისტორია. ებრაულ წერილებში დეტალურადაა აღწერილი, როგორ შექმნა ღმერთმა სამყარო და როგორ მოექცა კაცობრიობა ცოდვის მარწუხებში. ამ ცნობების გარეშე ვერ მივიღებთ ამომწურავ პასუხებს ისეთ კითხვებზე, როგორიცაა: როგორ გავჩნდით? რატომ კვდებიან ადამიანები? (დაბადება 2:7; 17). გარდა ამისა, ებრაული წერილები მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ როგორ ეპყრობოდა ღმერთი თავის მსახურთ, რომლებსაც ჩვენნაირი გრძნობები ჰქონდათ და ჩვენ მსგავსად უხაროდათ და სტკიოდათ (იაკობი 5:17).

  • პრაქტიკული რჩევები. ბიბლიის წიგნები „იგავები“ და „ეკლესიასტე“ ბერძნული წერილების ნაწილია და გვასწავლის, როგორ გავლიოთ ბრძნულად ცხოვრების წლები. ეს წიგნები ისეთ სიბრძნეს მოიცავს, რომელიც ყველა დროისთვისაა გამოსადეგი. აქ მოცემულია რჩევები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეგვიძლია გვქონდეს ბედნიერი ოჯახი (იგავები 15:17); გაწონასწორებული თვალსაზრისი სამსახურზე (იგავების 10:4; ეკლესიასტე 4:6); როგორ შეუძლიათ ახალგაზრდებს საუკეთესოდ გამოიყენონ ახალგაზრდული წლები (ეკლესიასტე 11:9—12:1).

ამასთანავე, ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია მოსეს კანონიდან, მოსეს ხელით დაწერილი ხუთწიგნეულიდან, რომელიც „თორას“ სახელითაა ცნობილი. მართალია, ამ კანონის დაცვა ქრისტიანებს აღარ მოეთხოვებათ, მაგრამ მასში ჩაწერილი პრინციპების გამოყენება მნიშვნელოვანწილად უწყობს ხელს ჩვენს ბედნიერებას (ლევიანები 19:18; კანონი 6:5—7).

 

გაიგეთ მეტი

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე

როგორ შეგიძლიათ ბიბლიის გაგება?

თქვენი წარმომავლობის მიუხედავად, ბიბლიაში ჩაწერილი ღვთის ცნობის გაგება შესაძლებელია.