არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მე-14 საუკუნით დათარიღებული ქართული ხელნაწერი „მოქვის ოთხთავი“

საქართველო | 1924—1990

ბიბლია ქართულ ენაზე

ბიბლია ქართულ ენაზე

ქართული ენა ერთ-ერთი პირველი იყო იმ ენებს შორის, რომლებზეც ბიბლია ითარგმნა (ბიბლიის უძველესი თარგმანები აგრეთვე შესრულებულია კოპტურ, ლათინურ, სირიულ, სომხურ თუ სხვა ენებზე). სახარებების, პავლეს წერილებისა და ფსალმუნების უძველესი ქართული ხელნაწერები ახ. წ. მე-5 საუკუნით ან უფრო ადრეული პერიოდით თარიღდება. მომდევნო საუკუნეებში ქართულ ენაზე ბიბლიის თარგმნა და გადაწერა უფრო ინტენსიურად მიმდინარეობდა, რის წყალობითაც ბიბლიის არაერთი თარგმანი არსებობს ამ ენაზე. a

ბიბლიამ უდიდესი გავლენა მოახდინა ქართველი ხალხის ტრადიციულ ფასეულობებზე, რაც კარგად იგრძნობა თუნდაც ქართულ ლიტერატურულ ნაწარმოებებში. მაგალითად, ნაწარმოებში „შუშანიკის წამება“, რომელიც, სავარაუდოდ, მე-5 საუკუნის მიწურულს დაიწერა, ხშირად ვხვდებით ბიბლიურ ციტატებსა და აზრებს. გარდა ამისა, ცნობილი ქართველი პოეტი შოთა რუსთაველი თავის პოემაში „ვეფხისტყაოსანი“ ხოტბას ასხამს ისეთ მაღალზნეობრივ ქრისტიანულ ფასეულობებს, როგორიცაა მეგობრობა, ხელგაშლილობა და უცხოთა სიყვარული — ეს ის ფასეულობებია, რომელიც ქართველი ხალხისთვის დღემდე უაღრესად ღირებულია.

a მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ 2013 წლის 1 ივნისის ჟურნალ „საგუშაგო კოშკში“ დაბეჭდილი სტატია „საუკუნეების შემდეგ ნაპოვნი განძი“.