არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ნაწილი 6

იესოს მსახურების ბოლო პერიოდი

„მოდის შენთან შენი მეფე“ (მათე 21:5).

იესოს მსახურების ბოლო პერიოდი

ამ განყოფილებაში

თავი 101

ვახშმად სიმონთან ბეთანიაში

ლაზარეს დის, მარიამის საქციელი ბევრის აღშფოთებას იწვევს, მაგრამ იესო მის დასაცავად ხმას იმაღლებს.

თავი 102

მეფე იერუსალიმში ჩოჩორზე ამხედრებული შედის

მან ხუთასი წლით ადრე წარმოთქმული წინასწარმეტყველება შეასრულა.

თავი 103

ტაძრის კიდევ ერთხელ განწმენდა

ერთი შეხედვით, იერუსალიმში ვაჭრები კანონსაწინააღმდეგოს არაფერს აკეთებენ, მაშინ, რატომ უწოდებს იესო მათ ყაჩაღებს?

თავი 104

გამოავლენენ იუდეველები რწმენას ღვთის ხმის გაგონებაზე?

არსებობს განსხვავება იესოსადმი უბრალოდ რწმენასა და მისადმი რწმენის გამოვლენას შორის?

თავი 105

რას ვსწავლობთ ლეღვის ხის მაგალითზე

იესო მოწაფეებს უხსნის, რა ძალა აქვს რწმენას და რატომ უარყოფს ღმერთი ისრაელ ერს.

თავი 106

ორი მაგალითი ვენახზე

გაიგეთ, რატომ მოიყვანა იესომ მაგალითი ორ ვაჟზე, რომელთაც მამამ ვენახში სამუშაოდ წასვლა სთხოვა და ერთ კაცზე, რომელმაც ვენახი ბოროტ მევენახეებს მიაქირავა.

თავი 107

მეფე საქორწილო ნადიმზე უხმობს მიწვეულებს

იესოს მიერ მოყვანილი ეს იგავი წინასწარმეტყველური ხასიათისაა.

თავი 108

ფარისევლები ვერ ახერხებენ იესოს სიტყვაში გამოჭერას

იესო ჯერ ფარისევლებს ადუმებს, შემდეგ სადუკეველებს, ბოლოს კი ერთად მისულ ამ რელიგიურ წინამძღოლებს.

თავი 109

იესო განსჯის თავის მოწინააღმდეგეებს

რატომ არ ავლენს იესო შემწყნარებლობას ფარისევლებისა და მწიგნობრების მიმართ?

თავი 110

ბოლო დღე ტაძარში

ღარიბი ქვრივის მაგალითზე იესო მსმენელს მნიშვნელოვან გაკვეთილს ასწავლის.

თავი 111

ქვეყნიერების აღსასრულის ნიშანი

იესოს მიერ წარმოთქმული ეს წინასწარმეტყველება თავდაპირველად პირველ საუკუნეში შესრულდა. ფართო მასშტაბითაც უნდა შესრულებულიყო მომავალში ეს წინასწარმეტყველური სიტყვები?

თავი 112

იგავი ათ ქალწულზე მოწაფეებს სიფხიზლისკენ მოუწოდებს

რის თქმა სურდა იესოს მოყვანილი იგავით? იმის ხომ არა, რომ მისი მოწაფეების ნაწილი უგუნურია, ნაწილი კი — გონიერი?

თავი 113

იგავი ტალანტებზე მოწაფეებს გულმოდგინებას ასწავლის

ამ იგავიდან გაიგებთ, რატომ თქვა იესომ, „ვისაც აქვს, მეტი მიეცემაო“.

თავი 114

ძალაუფლებით მოსილი იესო ცხვრებს თხებისგან გამოარჩევს

იესოს მიერ მოყვანილი იგავიდან ვიგებთ, რის საფუძველზე მოხდება გასამართლება.

თავი 115

უკანასკნელი პასექისთვის მზადება

რატომ არის საგულისხმო ის, რომ უფროსი მღვდლები და ხალხის უხუცესები იუდას 30 ვერცხლად ურიგდებიან, რათა ამ უკანასკნელმა გასცეს იესო?

თავი 116

იესო თავმდაბლობის მაგალითს აძლევს მოციქულებს

იესო განაცვიფრებს მოციქულებს, რადგან იმ საქმეს ასრულებს, რაც, ჩვეულებისამებრ, მონას ევალება.

თავი 117

უფლის ვახშამი

იესო აწესებს გახსენების საღამოს, რომელიც მისმა მიმდევრებმა ყოველ წელს 14 ნისანს უნდა აღნიშნონ.

თავი 118

მოციქულები დავობენ, ვინ არის მათ შორის უდიდესი

მოციქულებთან ერთად გატარებულ უკანასკნელ საღამოს იესომ მათ მნიშვნელოვანი გაკვეთილი ასწავლა, მაგრამ მათ მალევე დაავიწყდათ ნასწავლი და ამავე საღამოს მათში ისევ იჩინა თავი სისუსტემ.

თავი 119

იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე

იესო მოწაფეებს ასწავლის, თუ რა არის საჭირო ღმერთთან დასაახლოებლად.

თავი 120

ჭეშმარიტი ვაზი და ლერწები

როგორ შეუძლიათ მოწაფეებს, გამოიღონ ნაყოფი?

თავი 121

„გამაგრდით! მე ვძლიე ქვეყნიერებას“

იესო „ქვეყნიერებამ“ ძელზე გააკრა. მაშ, რატომ თქვა მან, რომ სძლია ქვეყნიერებას?

თავი 122

იესოს ლოცვა ზემოთა ოთახში

იესოს სიტყვებიდან გამოჩნდა, რომ დედამიწაზე მისი ხორციელად მოსვლა მხოლოდ კაცობრიობის ხსნას კი არა, ბევრად უფრო დიდებულ მიზანს მოემსახურა.

თავი 123

ღრმად დამწუხრებული იესო გულს უღვრის მამას

რატომ სთხოვს იესო მამას, აარიდოს „ეს სასმისი“? უარს ხომ არ ამბობს კაცობრიობის გამოსყიდვასა და ხსნაზე?

თავი 124

ქრისტეს გასცემენ და აპატიმრებენ

მართალია, შუაღამეა, მაგრამ იუდა მაინც პოულობს იესოს.

თავი 125

იესო ჯერ ანასთან მიჰყავთ, შემდეგ კი კაიაფასთან

იესო უკანონოდ გაასამართლეს — ამ დროს გამრუდდა სამართალი!

თავი 126

პეტრე უარყოფს იესოს

როგორ დაემართა პეტრეს ასეთი რამ და როგორ უარყო იესო, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ ერთგულებას ეფიცებოდა? როგორ აქცია ზურგი თავის მოძღვარს კაცმა, რომელიც რწმენითა და ერთგულებით გამოირჩეოდა?

თავი 127

ჯერ სინედრიონის, შემდეგ კი პილატეს წინაშე

იუდეველების მზაკვრულ ჩანაფიქრს ფარდა ეხდება.

თავი 128

პილატე და ჰეროდე ვერაფერში სდებენ იესოს ბრალს

რატომ გზავნის პილატე იესოს ჰეროდესთან? არა აქვს მას იესოს გასამართლების უფლება?

თავი 129

„აი კაცი!“

პილატეც კი იხიბლება იესოს პიროვნებით, რასაც აღიარებს კიდეც ყველას წინაშე.

თავი 130

სასიკვდილოდ გადაცემული

რატომ ეუბნება იესო მოტირალ ქალებს, რომ მასზე კი არა, საკუთარ თავსა და თავიანთ შვილებზე იტირონ?

თავი 131

სრულიად უდანაშაულო მეფეს ძელზე აკრავენ

თავის გვერდით ბოძზე გაკრულ ბოროტმოქმედს იესო ისეთ რამეს ჰპირდება, რაც მომავალში შესრულდება.

თავი 132

„ეს ნამდვილად ღვთის ძე იყო“

შუადღით სასწაულებრივად სიბნელე ჩამოწვა, რასაც მიწისძვრა მოჰყვა და ტაძრის ფარდა ორად გაიხა. ეს ყველა მოვლენა ერთ რამეზე მიანიშნებდა.

თავი 133

იესოს სხეულს დასაკრძალად ამზადებენ

რატომ უნდა დაკრძალონ იესო მზის ჩასვლამდე?

თავი 134

იესო მკვდრეთით აღდგა!

აღდგომის შემდეგ იესო პირველად მოციქულებს კი არა, ერთგულ მიმდევარ ქალებს ეჩვენა.

თავი 135

მკვდრეთით აღმდგარი იესო ბევრს ეცხადება

როგორ არწმუნებს იესო მოწაფეებს, რომ ნამდვილად მკვდრეთით აღდგა?

თავი 136

გალილეის ზღვის ნაპირთან

იესომ პეტრეს სამჯერ გაუმეორა, თუ როგორ შეეძლო მისთვის თავისი სიყვარული დაემტკიცებინა.

თავი 137

იესო ასობით ადამიანს ეცხადება

მკვდრეთით აღდგომის შემდეგ, სანამ ზეცად ამაღლდებოდა, იესომ არაერთხელ გაუმეორა თავის მოწაფეებს, რომ მიიღებდნენ წმინდა სულს და ისიც აუხსნა, თუ რაში გაუწევდათ ეს სული დახმარებას.

თავი 138

იესო ქრისტე ღვთის მარჯვნივ

რა უნდა გაეკეთებინა იესოს ზეცაში მანამ, სანამ ღმერთი მის მტრებს მის ფეხქვეშ მოაქცევდა?

თავი 139

იესო თავის მისიას ბოლომდე შეასრულებს!

იესოს ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს სისრულეში მოსაყვანი, სანამ სამეფოს თავის ზეციერ მამას გადასცემს.