არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე

რატომ არის მსოფლიოში მშვიდობის მიღწევა ასე რთული?

მთელ მსოფლიოში მშვიდობას დაამყარებს მხოლოდ ის მთავრობა, რომელიც შეძლებს ადამიანების აზროვნების შეცვლას

ბიბლიაში მოცემულია ამის ორ მიზეზი. პირველი, ადამიანები არ არიან შექმნილი იმ უნარით, რომ მართონ თავიანთი ნაბიჯები, მიუხედავად იმისა, რომ მათ საოცარ წარმატებებს მიაღწიეს ამა თუ იმ სფეროში. მეორე, ადამიანთა გეგმები იფუშება, რადგან „მთელი ქვეყნიერება ბოროტის [სატანა ეშმაკის] ხელშია“. ამიტომ, რაც არ უნდა ვეცადოთ, მშვიდობას მაინც ვერ დავამყარებთ (წაიკითხეთ იერემიას 10:23; 1 იოანეს 5:19).

მშვიდობას მიუღწეველს ხდის ისიც, რომ ადამიანები ეგოისტები და ამბიციურები არიან. მშვიდობას დაამყარებს მხოლოდ ის მთავრობა, რომელიც ხალხს სიმართლის სიყვარულსა და ერთმანეთზე ზრუნვას ასწავლის (წაიკითხეთ ესაიას 32:17; 48:18, 22).

ვინ დაამყარებს დედამიწაზე მშვიდობას?

ყოვლისშემძლე ღმერთი გვპირდება, რომ დაამყარებს ხელისუფლებას, რომელიც მთელ კაცობრიობას უხელმძღვანელებს. ის შეცვლის ადამიანთა მთავრობებს (დანიელი 2:44). ღვთის ძე იესო იმეფებს, როგორც „მშვიდობის მთავარი“. ის აღმოფხვრის ყოველგვარ ბოროტებას მთელ დედამიწაზე და ადამიანებს მშვიდობიანად ცხოვრებას ასწავლის (წაიკითხეთ ესაიას 9:6, 7; 11:4, 9).

იესოს ხელმძღვანელობით დღეს უკვე მთელ მსოფლიოში მილიონები ბიბლიის მეშვეობით ადამიანებს ასწავლიან, როგორ იქონიონ მშვიდობიანი ურთიერთობა ერთმანეთთან. მალე, მშვიდობიანი მსოფლიო რეალობად იქცევა (წაიკითხეთ ესაიას 2:3, 4; 54:13).