არჩეულ მასალაზე გადასვლა

შემწყნარებლური დამოკიდებულება გაქვთ სხვა რელიგიებისადმი?

შემწყნარებლური დამოკიდებულება გაქვთ სხვა რელიგიებისადმი?

 ჩვენ მივყვებით ბიბლიურ რჩევას, რომ განსხვავებული რელიგიური მრწამსის მიუხედავად „პატივი ვცეთ ყველას“ (1 პეტრე 2:17). მაგალითად, ზოგ ქვეყანაში ასობით ათასი იეჰოვას მოწმე ცხოვრობს. მიუხედავად ამისა, ჩვენ ზეწოლას არ ვახდენთ პოლიტიკოსებსა თუ კანონმდებლებზე, რომ შეზღუდონ ან აკრძალონ სხვა რელიგიური ჯგუფების საქმიანობა. ჩვენ არ მოვუწოდებთ სახელმწიფოს, მიიღოს ისეთი კანონები, რომელიც ხალხს დაავალდებულებს, იცხოვროს ჩვენი ზნეობრივი პრინციპებითა და რელიგიური შეხედულებებით. ჩვენ ვცდილობთ სხვებისადმი ისეთივე შემწყნარებლური დამოკიდებულება გვქონდეს, როგორსაც თავად ვისურვებდით (მათე 7:12).