არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სანდო წინასწარმეტყველებების წიგნი

სანდო წინასწარმეტყველებების წიგნი

სანდო წინასწარმეტყველებების წიგნი

„არ გამტყუნებულა არც ერთი სასიკეთო სიტყვა, რომელიც იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა გითხრათ“ (იესო ნავეს ძე 23:14).

რით არის გამორჩეული ბიბლია? ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ ანტიკური ხანის ორაკულები (წინასწარმეტყველებები), დღევანდელი ჰოროსკოპების მსგავსად, ორაზროვანი, ბუნდოვანი და არასანდო იყო. ფუტუროლოგები, რომლებიც მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვებით პროგნოზირებენ მომავალს, იშვიათად თუ ახერხებენ, საუკუნეებით ადრე ზუსტად იწინასწარმეტყველონ, რა მოხდება. ამისგან განსხვავებით, ბიბლიური წინასწარმეტყველებები დეტალურად და ყოველთვის დიდი სიზუსტით სრულდება. ისიც აღსანიშნავია, რომ ბიბლია „აცხადებს . . . ძველი დროიდან იმას, რაც არ მომხდარა“ (ესაია 46:10).

მაგალითი: ძვ. წ. VI საუკუნეში წინასწარმეტყველმა დანიელმა იხილა ხილვა, რომლის თანახმადაც საბერძნეთი მოულოდნელად დაამარცხებდა მიდია-სპარსეთს. ისიც ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ როგორც კი საბერძნეთის გამარჯვებული მეფე გაძლიერდებოდა, მისი სამეფო დაეცემოდა. ვინ შეცვლიდა მას? როგორც დანიელმა დაწერა, „მისი ერიდან აღმდგარი ოთხი სამეფო, რომლებსაც მისნაირი ძალა არ ექნებოდა“ (დანიელი 8:5—8, 20—22).

რას ამბობენ ისტორიკოსები? დანიელის წინასწარმეტყველების დაწერიდან 200 წელზე მეტი ხნის გასვლის შემდეგ საბერძნეთის მეფე ალექსანდრე დიდი გახდა. ათ წელიწადში მან დაამარცხა მიდია-სპარსეთის იმპერია და თავისი ახალი იმპერიის საზღვრები მდინარე ინდამდე (დღევანდელი პაკისტანის ტერიტორია) განავრცო. მაგრამ იგი 32 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. საბოლოოდ მცირე აზიის ნახევარკუნძულზე, კერძოდ, იფსოსთან ახლოს გამართული ბრძოლის შემდეგ მისი იმპერია დაიშალა. საბერძნეთის იმპერია ოთხმა მხედართმთავარმა გაიყო. მაგრამ ვერც ერთმა ვერ მოიპოვა ისეთივე ძალაუფლება, როგორიც ალექსანდრეს ჰქონდა.

თქვენ რას ფიქრობთ? უწინასწარმეტყველებია რომელიმე სხვა წიგნს ასე ზუსტად მომავალი? განა უნიკალური წიგნი არ არის ბიბლია?!

[ჩანართი 4 გვერდზე]

„ბიბლიაში იმდენად ბევრი წინასწარმეტყველებაა ჩაწერილი, რომ შეუძლებელია მათი შესრულება ბრმა შემთხვევას მივაწეროთ“, — ირვინ ლინტონი (A LAWYER EXAMINES THE BIBLE).

[სურათის საავტორო უფლება 4 გვერდზე]

© Robert Harding Picture Library/SuperStock