ესაია 46:1—13

  • ბაბილონელთა კერპებისა და ისრაელის ღმერთის დაპირისპირება (1—13).

    • იეჰოვა წინასწარმეტყველებს მომავალს (10).

    • მტაცებელი ფრინველი მზის ამოსავლიდან (11).

46  იდრიკება ბელი,+ წელში იხრება ნებო. მათი კერპები აჰკიდეს ცხოველებს, პირუტყვს;+ტვირთად დასწოლიან დაღლილ ცხოველებს.  2  ერთად იხრებიან წელში და იდრიკებიან;ეს ღმერთები ვერ გადაარჩენენ ამ ტვირთს*და თავადაც ტყვეობაში წავლენ.  3  „მისმინეთ, იაკობის შთამომავლებო, ისრაელიდან დარჩენილებო,+თქვენ, ვისაც დაბადებიდანვე მხარში გედექით და დედის მუცლიდანვე დაგატარებდით!+  4  მე იგივე ვარ თქვენს სიბერემდე;+გაჭაღარავებამდე მე გატარებთ. ხელში აგიყვანთ, გატარებთ და გიხსნით, რასაც აქამდეც ვაკეთებდი.+  5  ვის შემადარებთ, ვის გამიტოლებთ ან ვის მიმამსგავსებთ?!+ვინ არის ჩემი სადარი?!+  6  ზოგი ქისიდან ბლომად ყრის ოქროს;სასწორზე წონის ვერცხლს. ქირაობს მჭედელს, რომელიც მისგან ღმერთს უკეთებს,+ მერე პირქვე ემხობა და თაყვანს სცემს მას.+  7  მხრებით დაატარებენ,+მიაქვთ, თავის ადგილას დგამენ და ისიც დგას, არ იძვრის ადგილიდან.+ შეღაღადებენ მას, მაგრამ პასუხს არ სცემს;ვერავის იხსნის გასაჭირისგან.+  8  გახსოვდეთ ეს და გამბედაობა მოიკრიბეთ! გულთან ახლოს მიიტანეთ ეს, შემცოდველებო!  9  გახსოვდეთ უწინდელი, დიდი ხნის წინათ მომხდარი,მე ვარ ღმერთი და არ არსებობს სხვა; მე ვარ ღმერთი და არავინაა ჩემი მსგავსი.+ 10  დასაწყისიდანვე ვაცხადებ დასასრულსდა ძველთაგანვე იმას, რაც არ მომხდარა;+ ვამბობ: შესრულდება ჩემი გადაწყვეტილება*+ და გავაკეთებ ყველაფერს, რაც მსურს;+ 11  მზის ამოსავლიდან ვუხმობ მტაცებელ ფრინველს,+შორეული ქვეყნიდან — კაცს ჩემი გადაწყვეტილების აღსასრულებლად.+ ვთქვი და აღვასრულებ, განვიზრახე და გავაკეთებ.+ 12  მისმინეთ, გულით ჯიუტნოდა სიმართლეს განშორებულნო! 13  მალე აღვასრულებ სამართალს;შორს არ არის ეს დრო, მალე მოვევლინები მხსნელად;+ დავიხსნი სიონს და ჩემს სიდიადეს ვუბოძებ ისრაელს“.+

სქოლიოები

იგულისხმება ცხოველებზე აკიდებული კერპები.
სხვაგვარად — „განზრახვა“.