არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

წმინდა სული — რატომ აქვს ხალხს მასზე განსხვავებული შეხედულება?

წმინდა სული — რატომ აქვს ხალხს მასზე განსხვავებული შეხედულება?

წმინდა სული — რატომ აქვს ხალხს მასზე განსხვავებული შეხედულება?

რა არის წმინდა სული? ერთი შეხედვით, ეს კითხვა მარტივი ჩანს, მაგრამ მასზე პასუხის გაცემა შეიძლება რთული იყოს. პაპმა ბენედიქტე XVI-მ ავსტრალიაში შეკრებილ ხალხს უთხრა: „ჩვენთვის წმინდა სულის საკითხის ბოლომდე გაგება შეუძლებელია“.

კითხვაზე, რა არის წმინდა სული, მრავალი სხვადასხვაგვარად პასუხობს, ზოგი კი დაბნეულობაშია. ბევრის აზრით, წმინდა სული არის:

• პიროვნება, რომელიც ქრისტეს მოწაფეებში ცხოვრობს

• ადამიანებთან ღვთის ყოფნის სიმბოლო

• სამების ნაწილი

რატომ არსებობს ამ საკითხზე ამდენი განსხვავებული შეხედულება? ჯერ კიდევ მეოთხე საუკუნეში ზოგი თეოლოგი აცხადებდა, რომ წმინდა სული ღვთის თანასწორი პიროვნება იყო. მაგრამ ეს არც ბიბლიური სწავლება იყო და არც ადრეული ქრისტიანები ასწავლიდნენ ამას. „ახალ კათოლიკურ ენციკლოპედიაში“ ნათქვამია: „ძველ აღთქმაში არსადაა ნათქვამი, რომ ღვთის სული პიროვნებაა . . . ღვთის სული უბრალოდ ღვთის ძალაა“. ამავე ენციკლოპედიაში ვკითხულობთ: „ძველ აღთქმაში ღვთის სული, ძირითადად, მოხსენიებულია როგორც რამე და არა ვინმე; ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს იმ მუხლებიდან, რომლებშიც წმინდა სული ღვთის ძალასთან არის გაიგივებული“.

ცხადია, ხალხისთვის რთულია იმის აღქმა, რომ ძალა პიროვნებაა. შეერთებულ შტატებში ახლახან ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, უმრავლესობა ფიქრობს, რომ წმინდა სული არ არის პიროვნება ანუ „ცოცხალი არსება“. სწორ დასკვნას აკეთებენ ისინი? თუ უნდა დავეთანხმოთ თეოლოგებს, რომლებიც ირწმუნებიან, რომ „წმინდა სული მამისგან და ძისგან ცალკე მდგომი პიროვნებაა“?

სწორი პასუხის მისაღებად უნდა მივმართოთ ღვთის სიტყვას, ბიბლიას, რომელშიც წმინდა სულის შესახებ სრული ინფორმაციაა მოცემული. პავლე მოციქულმა დაწერა: „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა სასწავლებლად, შესაგონებლად“ (2 ტიმოთე 3:16).

რატომ არის წმინდა სულის შესახებ სიმართლის ცოდნა აუცილებელი? იმიტომ, რომ ეს ღვთისგან დახმარების მიღების შესაძლებლობას მოგცემთ. ხომ არ გრძნობთ ზოგჯერ, რომ საკუთარი ძალებით ცხოვრებისეულ სირთულეებს ვერ გაუმკლავდებით? იესომ თავის მოწაფეებს აღუთქვა: „ითხოვეთ და მოგეცემათ . . . თუკი თქვენ . . . აძლევთ თქვენს შვილებს იმას, რაც კარგია, მით უმეტეს ზეციერი მამა მისცემს წმინდა სულს მათ, ვინც სთხოვს!“ (ლუკა 11:9, 13).

მომდევნო სტატიებში ბიბლიის საფუძველზე ახსნილი იქნება, თუ რა არის წმინდა სული და როგორ შეუძლია მას ჩვენს ცხოვრებაზე დადებითად იმოქმედოს.

[ჩანართი 3 გვერდზე]

ბიბლია გვიხსნის, რა არის წმინდა სული