არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„წმინდა ვარ მე, იეჰოვა, თქვენი ღმერთი“

„წმინდა ვარ მე, იეჰოვა, თქვენი ღმერთი“

დაუახლოვდით ღმერთს

„წმინდა ვარ მე, იეჰოვა, თქვენი ღმერთი“

ლევიანები, თავი 19

„წმინდაა, წმინდაა, წმინდაა იეჰოვა ღმერთი“ (გამოცხადება 4:8). ამ სიტყვებით ბიბლია ხაზს უსვამს იეჰოვას სიწმინდეს, რაშიც აღმატებული სისპეტაკე და სისუფთავე იგულისხმება. ღმერთს საერთო არაფერი აქვს ცოდვასთან; ის არასდროს შეიბღალება ცოდვით. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არასრულყოფილი ადამიანი ვერასდროს დაუახლოვდება ესოდენ წმინდა ღმერთს. განვიხილოთ ლევიანების მე-19 თავში ჩაწერილი იმედის მომცემი სიტყვები.

იეჰოვამ მოსეს უთხრა: „უთხარი ისრაელის ძეების კრებულს“. რაც მოსეს მათთვის უნდა ეთქვა, მთელ ერს ეხებოდა. ღვთის ბრძანებით მოსეს ისრაელებისთვის უნდა ეთქვა: „იყავით წმინდები, რადგან წმინდა ვარ მე, იეჰოვა, თქვენი ღმერთი“ (მუხლი 2). თითოეული ისრაელი წმინდა უნდა ყოფილიყო. სიტყვა „იყავით“ მიანიშნებს იმაზე, რომ ეს თხოვნა კი არა, ბრძანება იყო. შეუძლებელს ხომ არ ითხოვდა ღმერთი?

იეჰოვას ისრაელებისთვის არ უთქვამს, რომ მასავით წმინდები ყოფილიყვნენ. მან აქ მხოლოდ იმის მიზეზი მოიყვანა, თუ რატომ უნდა ყოფილიყვნენ წმინდები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არასრულყოფილი თაყვანისმცემლებისგან იეჰოვა სრულყოფილ სიწმინდეს არ მოითხოვდა. ეს არარეალური მოთხოვნა იქნებოდა. უწმინდეს იეჰოვას ვერავინ შეედრება სიწმინდით (იგავები 30:3). მაგრამ წმინდა ღმერთი თავის თაყვანისმცემლებისგან იმ ზომით ითხოვს სიწმინდეს, რა ზომითაც არასრულყოფილ ადამიანს შეუძლია იყოს წმინდა. რაში უნდა გამოვლენილიყო მათი სიწმინდე?

სიწმინდესთან დაკავშირებულ კანონთან ერთად იეჰოვამ ებრაელებს მოსეს პირით გადასცა კანონები, რომლებიც მათ ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებას ეხებოდა. თითოეული ისრაელი ვალდებული იყო შეესრულებინა შემდეგი მოთხოვნები: სათანადო პატივი ეცა მშობლებისა და ხანდაზმულებისთვის (მუხლები 332); თანაგრძნობა გამოევლინა ყრუების, ბრმებისა და საწყლების მიმართ (მუხლები 9, 1014); პატიოსანი და მიუკერძოებელი ყოფილიყო (მუხლები 11—13, 15, 35, 36); მოძმე საკუთარი თავივით ჰყვარებოდა (მუხლი 18). თუ ისრაელები ამ და სხვა მოთხოვნებს დაიცავდნენ, ისინი წმინდები იქნებოდნენ თავიანთი ღვთისთვის (რიცხვები 15:40).

სიწმინდესთან დაკავშირებული კანონი უკეთ გვანახვებს იეჰოვას აზროვნებას. მაგალითად, თუ ღმერთთან კარგი ურთიერთობა გვინდა, ყოველმხრივ უნდა ვეცადოთ, რომ მისი წმინდა ნორმებით ვიცხოვროთ (1 პეტრე 1:15, 16). მხოლოდ ამ ნორმების დაცვით შევძლებთ სწორი გზით სიარულს (ესაია 48:17).

ამ კანონიდან ისიც ჩანს, რამხელა ნდობას უცხადებს იეჰოვა თავის მსახურებს. ის არასდროს ითხოვს ჩვენგან იმაზე მეტს, ვიდრე შეგვიძლია (ფსალმუნი 103:13, 14). მან იცის, რომ მის ანარეკლად შექმნილ ადამიანებს მეტ-ნაკლებად გვაქვს წმინდად ცხოვრების უნარი (დაბადება 1:26). განა არ გიჩნდებათ ესოდენ წმინდა ღმერთთან დაახლოების სურვილი?!

[სურათი 9 გვერდზე]

ჩვენ შეგვიძლია, წმინდები ვიყოთ