არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

‘ყველამ მოვიტანოთ იეჰოვასთვის შესაწირავი’

‘ყველამ მოვიტანოთ იეჰოვასთვის შესაწირავი’

‘ყველამ მოვიტანოთ იეჰოვასთვის შესაწირავი’

როცა ვინმე სიკეთეს გიკეთებთ, როგორ ავლენთ მისდამი მადლიერებას? გავიხსენოთ ისრაელის ჯარის მეთაურები, რომლებმაც მადლიერება გამოავლინეს მას შემდეგ, რაც მიდიანელებთან ბრძოლაში გაიმარჯვეს. ეს ბრძოლა მიდიანთან იმის გამო გაიმართა, რომ მათ ისრაელი ფეორის ბაალის თაყვანისცემაში ჩააბეს და იეჰოვასადმი ორგულობისკენ უბიძგეს. ღმერთმა ისრაელს გამარჯვება მოაპოვებინა. მტრისგან წამოღებული ნადავლი 12 000 მეომარმა და ხალხმა გაინაწილა ისრაელში. იეჰოვას მითითების თანახმად, მეომრებმა თავიანთი წილის ნახევარი მისცეს მღვდლებს, ხოლო სხვა ისრაელებმა თავიანთი კუთვნილი წილის ნახევარი ლევიანებს გაუნაწილეს (რიცხ. 31:1—5, 25—30).

მიუხედავად ამისა, ლაშქრის მეთაურებმა უფრო მეტის გაცემა მოინდომეს. მათ მოსეს უთხრეს: „აღრიცხეს შენმა მსახურებმა მეომრები, რომლებიც გვებარა, და არავინ აკლია“. მათ გადაწყვიტეს, იეჰოვასთვის შესაწირავად მოეტანათ ოქრო და სხვა ძვირფასი სამკაულები. მათ მიერ შეწირული ოქრო 190 კილოგრამზე მეტს იწონიდა (რიცხ. 31:49—54).

მათ მსგავსად დღეს ბევრი ავლენს მადლიერებას იეჰოვას მიმართ ყველა იმ სიკეთისთვის, რასაც იეჰოვა მათთვის აკეთებს. მხოლოდ იეჰოვას ერთგული მსახურები როდი გამოხატავენ მადლიერებას. მაგალითად, მადლიერება ერთმა ავტობუსის მძღოლმაც გამოავლინა. მას 2009 წელს ბოლონიაში (იტალია) გამართულ საერთაშორისო კონგრესზე დელეგატები დაჰყავდა სტადიონზე. ის ძალიან ფრთხილი მძღოლი იყო. ამასთანავე, მშვიდი ბუნებითაც გამოირჩეოდა. და-ძმებმა, რომლებმაც მისი ავტობუსით იმგზავრეს, გადაწყვიტეს სამადლობელი წერილი დაეწერათ მისთვის და ეჩუქებინათ ცოტაოდენი თანხა და წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“. გახარებულმა მძღოლმა თქვა: „სიამოვნებით ავიღებ ამ ბარათს და წიგნს, მაგრამ ფულს უკან დაგიბრუნებთ. მინდა, რომ ეს თანხა იმ საქმეს მოახმაროთ, რომელსაც ამჟამად აკეთებთ. მართალია, არა ვარ იეჰოვას მოწმე, მაგრამ მსურს, რომ ეს შესაწირავი თქვენი ორგანიზაციისთვის გავიღო, რადგან ყველაფერს სიყვარულით აკეთებთ“.

ერთ-ერთი საშუალება, რითაც შეგიძლიათ იეჰოვასადმი მადლიერება გამოავლინოთ, არის ის, რომ შესაწირავები გაიღოთ იეჰოვას მოწმეების მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობისთვის (მათ. 24:14). თანდართულ ჩარჩოში ახსნილია, რა საშუალებებით შეიძლება ამის გაკეთება.

[ჩარჩო 20, 21 გვერდებზე]

შესაწირავის გაღების რამდენიმე საშუალება

შესაწირავი მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობისთვის

ბევრი წინასწარ გადადებს ხოლმე გარკვეულ თანხას და აგდებს შესაწირავის ყუთში, რომელსაც აწერია „შესაწირავი მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობისთვის“.

ამ თანხას კრებები ყოველთვიურად უგზავნიან ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ადგილობრივ ფილიალს. ნებაყოფლობითი ფულადი შესაწირავი შემწირველს შეუძლია უშუალოდაც გადასცეს ადგილობრივ ფილიალს. შესაძლებელია ძვირფასეულობის შეწირვაც. შეწირულ ძვირფას ნივთებს თან უნდა ახლდეს ბარათი, რომელშიც აღნიშნული იქნება, რომ ეს შესაწირავია.

წინასწარ გათვალისწინებული შესაწირავი

ფულადი შესაწირავის გარდა, მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობის მხარდასაჭერად სხვა საშუალებებიც არსებობს. მაგალითად:

უძრავი ქონება: შემწირველს შეუძლია გაიღოს გასაყიდად ვარგისი უძრავი ქონება და გადასცეს ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ადგილობრივ ფილიალს. თუ ეს უძრავი ქონება საცხოვრებელი საკუთრებაა, შემწირველს შეუძლია ისარგებლოს თავისი ქონებით სიცოცხლის ბოლომდე. უძრავი ქონების გადაცემის აქტის გაფორმებამდე შემწირველი უნდა დაუკავშირდეს თავისი ქვეყნის ფილიალს.

ანდერძი: ქონება ან თანხა შეიძლება ანდერძით გადაეცეს ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ადგილობრივ ფილიალს კანონით დადგენილი წესების მიხედვით. ფილიალს უნდა გაეგზავნოს ანდერძის ასლი.

შესაწირავის სახით შესაძლებელია აგრეთვე შეწირულ იქნეს მოძრავი ქონება, აქციები, ანაბრები და საბანკო ანგარიშები.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ფილიალს, რომელიც თქვენს ქვეყანას ემსახურება.