არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„სწორედ ეს არის ღვთის უწმინდესი და უდიადესი სახელი“

„სწორედ ეს არის ღვთის უწმინდესი და უდიადესი სახელი“

„სწორედ ეს არის ღვთის უწმინდესი და უდიადესი სახელი“

ეს სიტყვები 1430 წელს ნიკოლას კუსელმა * ქადაგების დროს წარმოთქვა. იგი მრავალი დარგით იყო დაინტერესებული; სწავლობდა ბერძნულს, ებრაულს, ფილოსოფიას, თეოლოგიას, მათემატიკასა და ასტრონომიას. 22 წლის ასაკში ნიკოლას კუსელი რომის კათოლიკური კანონიკური სამართლის დოქტორი გახდა, 1448 წელს კი — კარდინალი.

დაახლოებით 550 წლის წინათ ნიკოლას კუსელმა ქალაქ კუსში (ამჟამად ბერნკასტელ-კუსი, მდებარეობს ბონის სამხრეთით 130 კილომეტრში) გახსნა მოხუცებულთა სახლი. მოგვიანებით ეს შენობა კუსელის სახელობის ბიბლიოთეკად გადაკეთდა, სადაც დღეისათვის 300-ზე მეტი ხელნაწერი ინახება. ერთ-ერთი მათგანია „კუსანუსის კოდექსი 220“, რომელშიც ჩაწერილია 1430 წელს კუსელის მიერ წარმოთქმული ქადაგება. ამ ქადაგების * ლათინური სახელწოდებაა „ინ პრინციპიო ერატ ვერბუმ“ („დასაწყისში იყო სიტყვა“). როგორც ამ ხელნაწერიდან ჩანს, ნიკოლას კუსელმა ქადაგების დროს გამოიყენა ღვთის სახელი იეჰოვა, რომელიც ლათინურად წარმოითქმებოდა, როგორც „იეჰოუა“. ამ ხელნაწერის 56-ე გვერდზე ღვთის სახელის შესახებ ნათქვამია: „ეს სახელი ღმერთმა თვითონ უწოდა საკუთარ თავს. ეს არის ტეტრაგრამატონი, ანუ ოთხი ასოსგან შემდგარი სახელი . . . სწორედ ეს არის ღვთის უწმინდესი და უდიადესი სახელი“. ნიკოლას კუსელის ეს ციტატა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ებრაული წერილების დედანი შეიცავს ღვთის სახელს (გამ. 6:3).

ეს კოდექსი მე-15 საუკუნის დასაწყისში შეიქმნა. ის ერთ-ერთი უძველესი დოკუმენტია, რომელშიც ტეტრაგრამატონი გადმოტანილია, როგორც „იეჰოუა“. ეს დოკუმენტი კიდევ ერთი მტკიცებაა იმისა, რომ ღვთის სახელის, „იეჰოვას“, მსგავსი ფორმები წერილობითი სახით საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა.

[სქოლიოები]

^ აბზ. 2 კუსი იყო გერმანიის ერთ-ერთი პატარა ქალაქის სახელწოდება, სადაც ნიკოლას კუსელი დაიბადა.

^ აბზ. 3 ეს ქადაგება ნიკოლას კუსელმა სამების დოგმატის მხარდასაჭერად წარმოთქვა.

[სურათი 16 გვერდზე]

კუსელის ბიბლიოთეკა