არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ჯოჯოხეთის ცეცხლს გულისხმობდა იესო?

ჯოჯოხეთის ცეცხლს გულისხმობდა იესო?

ჯოჯოხეთის ცეცხლს გულისხმობდა იესო?

ვისაც სწამს მოძღვრება ჯოჯოხეთის შესახებ, არგუმენტად მოჰყავთ მარკოზის 9:48 (ან ამავე თავის 44-ე და 46-ე მუხლები საქართველოს საპატრიარქოს გამოცემიდან), სადაც იესო მოიხსენიებს მატლებს, რომლებიც არ კვდებიან, და ცეცხლს, რომელიც არ ქრება. როგორ აუხსნიდით სხვას ამ სიტყვებს?

ბიბლიის ზოგ თარგმანში მარკოზის 9:44, 46 და 48-ე მუხლებში ერთი და იგივე სიტყვები წერია *. „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ ვკითხულობთ: „ხოლო თუ თვალი გაბრკოლებს, გადააგდე. გიჯობს ცალი თვალით შეხვიდე ღვთის სამეფოში, ვიდრე ორი თვალით ჩავარდე გეენაში, სადაც მატლი არ კვდება და ცეცხლი არ ქრება“ (მარ. 9:47, 48).

თუმცა ზოგიერთის მტკიცებით, იესო იმას გულისხმობდა, რომ ბოროტი ადამიანების სულები სიკვდილის შემდეგ მარადიულად იტანჯებიან. მაგალითად, ნავარას უნივერსიტეტის მიერ ესპანურ ენაზე გამოცემული ბიბლიის ერთ-ერთ სქოლიოში აღნიშნულია: „[ამ სიტყვებით] უფალი ჯოჯოხეთში წამებაზე მიუთითებს. მატლი ხშირად იმ ადამიანის მარადიული სულიერი ტანჯვის სიმბოლოდ იხმარება, რომელიც ჯოჯოხეთში ხვდება, ხოლო ჩაუქრობელი ცეცხლი — დასჯით მიყენებული ფიზიკური ტკივილის სიმბოლოდ“.

შევადაროთ მარკოზის 9:48 ესაიას 66-ე თავის ბოლო მუხლს *. განა ცხადი არ არის, რომ იესო იმას გულისხმობდა, რაც ამ მუხლში წერია? ესაია წინასწარმეტყველს, როგორც ჩანს, მხედველობაში ჰქონდა „იერუსალიმის მახლობლად მდებარე ჰინომის ველი (გეენა), სადაც მსხვერპლად ადამიანებს სწირავდნენ (იერ. 7:31), და რომელიც მოგვიანებით ქალაქის ნაგავსაყრელად იქცა“ (The Jerome Biblical Commentary). ესაიას 66:24-ს სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. მასში საუბარია არა ადამიანთა ტანჯვაზე, არამედ გვამებზე. ამ მუხლში მატლების შესახებ წერია, რომ არ კვდებიან, და არა ცოცხალ ადამიანებზე თუ უკვდავ სულებზე. მაშ, რას ნიშნავს იესოს სიტყვები?

ერთ კათოლიკურ ნაშრომში მარკოზის 9:48-ის შესახებ აღნიშნულია: «ეს სიტყვები აღებულია ესაიას წიგნიდან (66,24). წინასწარმეტყველის სიტყვებიდან ვიგებთ, რომ გვამი ან უნდა გახრწნილიყო, ან უნდა დაეწვათ . . . ამ მუხლში მატლიც და ცეცხლიც ერთად მოიხსენიება, რაც განადგურების აზრს კარგად გამოკვეთავს . . . განადგურების ეს ორივე სიმბოლო მუდმივად არსებობს („მატლი არ კვდება და ცეცხლი არ ქრება“). მათგან თავის დაღწევა შეუძლებელია. ამ შემთხვევაში მარადიულად მხოლოდ მატლი და ცეცხლი რჩება და არა ადამიანი. რაც კი მათ გვერდით აღმოჩნდება, ისინი ყველაფერს ანადგურებენ. მაშასადამე, ეს მუხლი მიუთითებს არა მარადიულ ტანჯვაზე, არამედ ისეთ განადგურებაზე, რომლის შემდეგაც ადამიანი არ აღდგება. ეს სამუდამო სიკვდილს ნიშნავს. აქედან გამომდინარე, [ცეცხლი] არის განადგურების სიმბოლო» (El evangelio de Marcos. Análisis lingüístico y comentario exegético, ტომი II).

მათ, ვისაც სჯერა, რომ ღმერთი მოსიყვარულე და სამართლიანია, უეჭველად დაინახავს, რომ იესოს სიტყვების ამგვარი ახსნა ლოგიკურია. მას არ უთქვამს, რომ ბოროტები მარადიულად დაიტანჯებიან. იგი იმას გულისხმობდა, რომ ბოროტებს განადგურება ემუქრებათ, და თუ განადგურდებიან, აღარ აღდგებიან.

[სქოლიოები]

^ აბზ. 3 ბიბლიის ყველაზე სანდო ხელნაწერები არ შეიცავს 44-ე და 46-ე მუხლებს. მეცნიერების აზრით, ეს ორი მუხლი მოგვიანებით ჩაამატეს. პროფესორი არჩიბალდ რობერტსონი წერს: „უძველეს და ყველაზე სანდო ხელნაწერებში ეს ორი მუხლი არ გვხვდება. ისინი ჩნდება დასავლურ და სირიულ (ბიზანტიურ) ხელნაწერებში, რომლებშიც მეორდება 48-ე მუხლის სიტყვები. ამიტომ ჩვენს თარგმანში არ შევიტანეთ 44-ე და 46-ე მუხლები, რადგან ეს მუხლები დამატებულია“.

^ აბზ. 5 „გავლენ და შეხედავენ იმ ადამიანთა გვამებს, რომლებიც მცოდავდნენ. მათი მატლი არ მოკვდება და მათი ცეცხლი არ ჩაქრება. სისაძაგლედ იქცევიან ყოველი ხორციელისთვის“ (ეს. 66:24).