არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ დავთვალოთ ჩვენი დღეები?

როგორ დავთვალოთ ჩვენი დღეები?

როგორ დავთვალოთ ჩვენი დღეები?

„ჩვენი დღეების დათვლა გვასწავლე, რათა შევიძინოთ ბრძენი გული“ (ფსალმუნები 89:12). ასე თავმდაბლად ლოცულობდა ბიბლიის ერთ-ერთი დამწერი მოსე. კონკრეტულად რას ითხოვდა ის? მოწიწებით უნდა ვითხოვოთ თუ არა ჩვენც მსგავსი რამ?

მე-10 მუხლში მოსე სინანულით მოიხსენიებს იმ ფაქტს, რომ ადამიანის სიცოცხლე ძალიან ხანმოკლეა. სხვა შემთხვევაში მანვე ჩაწერა იობის სიტყვები: „ადამიანი, ქალის ნაშობი, დღემოკლეა და სავსეა ურვით“ (იობი 14:1). როგორც ვხედავთ, მოსეს მშვენივრად ესმოდა, რომ არასრულყოფილი ადამიანის სიცოცხლე წარმავალია. ამიტომ ის თითოეულ დღეს ძვირფასად მიიჩნევდა. ღვთისადმი ლოცვაში მან გამოხატა სურვილი, გონივრულად გამოეყენებინა ცხოვრების დარჩენილი წლები და ისინი შემოქმედის მოსაწონად გაეტარებინა. განა ჩვენც არ უნდა ვცდილობდეთ ჩვენი ცხოვრების აზრიანად გატარებას? ამას დიდ ძალისხმევას მოვახმართ, თუ გვსურს, რომ ღვთის მოსაწონები ვიყოთ.

არსებობს კიდევ ერთი ფაქტორი, რამაც მოსე და იობი აღძრა და ჩვენც უნდა აღგვძრას. ეს ორი ღვთისმოშიში კაცი წინ იყურებოდა და მომავალ ჯილდოს — დედამიწაზე უკეთეს პირობებში ცხოვრებას — ხედავდა (იობი 14:14, 15; ებრაელები 11:26). მაშინ კარგი ადამიანები დაუსრულებლად შეძლებენ კეთილი საქმეების კეთებას. ჩვენი შემოქმედის განზრახვაა, რომ ერთგულებმა სამოთხედ ქცეულ დედამიწაზე მარადიულად იცხოვრონ (ესაია 65:21—24; გამოცხადება 21:3, 4). თქვენც გექნებათ მსგავსი პერსპექტივა, თუ ‘დღეების დათვლას ისწავლით, რათა ბრძენი გული შეიძინოთ’.