არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

შეხვედრა მათთან, რომელთა სახლში პოვნა რთულია

შეხვედრა მათთან, რომელთა სახლში პოვნა რთულია

სამეფოს მაუწყებლები იტყობინებიან

შეხვედრა მათთან, რომელთა სახლში პოვნა რთულია

იეჰოვას მოწმეები ცდილობენ, შეძლებისდაგვარად ყველას მიაწვდინონ ცნობა სამეფოს შესახებ. დროდადრო ძალიან დიდი ძალისხმევაა საჭირო იმისათვის, რომ შეხვდე მათ, რომელთა სახლში პოვნაც რთულია (მარკოზი 13:10). ამასთან დაკავშირებით სამხრეთ ამერიკაში მომსახურე სპეციალური პიონერი ასეთ შემთხვევას ყვება:

«ერთ დღესაც შევიტყვე, რომ ფედერალური მთავრობის მოხელე სტუმრობდა იმ ტერიტორიას, რომელზეც მე და ჩემი მეუღლე ვქადაგებდით ხოლმე. რადგან ის ერთ–ერთი იმათთაგანი იყო, ვისი სახლში პოვნაც რთულია, წერილი მივწერე და კონვერტში ჩავუდე რამდენიმე ბიბლიური პუბლიკაცია, მათ შორის ბროშურა „რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?“, წიგნები „კაცობრიობა ღვთის ძიებაში“ და „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“; წერილში ავუხსენი, რა მიზანს ემსახურებოდა თითოეული პუბლიკაცია.

მაინტერესებდა, როგორი განწყობით გამოეხმაურებოდა ლიტერატურას და წერილში შეხვედრა ვთხოვე. რამდენიმე კვირაში მასთან შეხვედრის შესაძლებლობა მომეცა და თან ვიდეოკასეტა, „იეჰოვას მოწმეები — ორგანიზაცია ამ სახელწოდებით“, წავიღე. ეს შეხვედრა თითქმის ორ საათს გაგრძელდა. ვიდეოფილმის ყურების შემდეგ ვკითხე, როგორი აზრი შეექმნა ორგანიზაციასთან დაკავშირებით. პასუხად მითხრა: „მსოფლიოში სხვაგან არსად მეგულება თქვენი ორგანიზაციის მსგავსი ორგანიზაცია. ვისურვებდი, გვერდით მყოლოდა თქვენნაირი ხალხი, რომლებიც დამეხმარებოდნენ ჩემი სამთავრობო პროექტების დასრულებაში“. შემდეგ დააინტერესა, ნამყოფი ვიყავი თუ არა ჩვენი ორგანიზაციის მსოფლიო მთავარ სამმართველოში. პასუხად ვუთხარი, რომ, თუმცა 14 წლიდან მიზნად მქონდა დასახული იქ მოხვედრა, არ მომეცა ბრუკლინში (ნიუ–იორკი) ჩვენი ორგანიზაციის მსოფლიო მთავარი სამმართველოს ნახვის შესაძლებლობა. ეს ერთ–ერთი ძნელად მისაღწევი მიზანი იყო ჩემთვის. შემდეგ ერთი წუთით შეყოვნდა და მითხრა, რომ სურდა, ეს მიზანი განმეხორციელებინა. ჩვენს გამგზავრებასთან დაკავშირებული ყველა ფორმალური საკითხი თავად მოაგვარა და თვითმფრინავის ბილეთებიც გვაჩუქა.

ამჟამად მთავრობის ეს წარმომადგენელი სისტემატურად იღებს ჟურნალებს „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“. ვიმედოვნებთ, რომ მალე ბიბლიის შესწავლასაც მოისურვებს.»