არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სპეციალური განცხადება

სპეციალური განცხადება

სპეციალური განცხადება

პენსილვანიის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ 2000 წლის 7 ოქტომბრის ყოველწლიური შეხვედრის დასასრულს ხელმძღვანელი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯონ ბარმა, სპეციალური განცხადება გააკეთა. ეს განცხადება დაფუძნებული იყო იმ მოხსენებებზე, რომლებიც ადრე თეოდორ იარაჩმა და დენიელ სიდლიკმა წარმოთქვეს (იხილეთ ამ ჟურნალის 12—16 და 28—31 გვერდები).

ძმა ბარმა უმნიშვნელოვანესი რამ განაცხადა: «„ერთგულ და გონიერ მონასა“ და მის ხელმძღვანელ საბჭოს ბევრად უფრო ამაღლებული და მრავლისმომცველი რამ მიენდოთ, ვიდრე იურიდიულ კორპორაციებს. თითოეული ასეთი იურიდიული კორპორაციის წესდებები გამიზნულია შედარებით მცირე მასშტაბის საქმეებისთვის. მაგრამ ჩვენმა უფალმა, იესო ქრისტემ, ერთგული მონის კლასი მთელ თავის „საბადებელზე“ ანუ დედამიწაზე სამეფოს ინტერესებზე საზრუნავად დააყენა» (მათე 24:45—47).

პენსილვანიის კორპორაციასთან დაკავშირებით ძმა ბარმა დასძინა: «პენსილვანიის ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება „საგუშაგო კოშკი“ 1884 წლიდან, თავისი დაფუძნებიდან, დღემდე მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ჩვენი თანამედროვეობის ისტორიაში. და მაინც, ის მხოლოდ იურიდიული ინსტრუმენტია, რომელსაც, საჭიროების შემთხვევაში, „ერთგული და გონიერი მონა“ იყენებს».

თავიანთ მოხსენებებში ძმებმა, სიდლიკმა და იარაჩმა, განმარტეს, რომ „ერთგული და გონიერი მონისთვის“ უფლის მიერ მთელი თავისი მიწიერი საბადებლის მინდობის ფაქტი მონის კლასს ხელს არ უშლის იმაში, რომ გარკვეული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობები „სხვა ცხვრების“ წარმომადგენელ დახელოვნებულ მამაკაცებს მიანდოს (იოანე 10:16). არც იმის არავითარი ბიბლიური საფუძველი არსებობს, რომ იეჰოვას მოწმეთა იურიდიული კორპორაციების ყველა ან რომელიმე წევრი ცხებული ქრისტიანი უნდა იყოს.

ძმა ბარმა აუდიტორიას მოახსენა, რომ არც ისე დიდი ხნის წინათ იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოს გარკვეულმა წევრებმა, რომლებიც ადრე დირექტორებად და პასუხისმგებელ პირებად მსახურობდნენ, საკუთარი სურვილით დატოვეს შეერთებული შტატების ყველა იმ კორპორაციის დირექტორატთა რიგები, რომლებსაც „ერთგული და გონიერი მონა“ იყენებს. ისინი სხვა ცხვრების კლასის წარმომადგენელმა სანდო ძმებმა შეცვალეს.

ეს გადაწყვეტილება მართლაც რომ სასარგებლოა. ეს ხელმძღვანელ საბჭოს წევრებს საშუალებას აძლევს, მეტი დრო დაუთმონ სულიერი საკვების მომზადებასა და მსოფლიო საძმოს სულიერი მოთხოვნილებების სხვაგვარად დაკმაყოფილებას.

დასკვნაში თავმჯდომარემ აღტაცებულ აუდიტორიას უთხრა: „თუმცა სხვადასხვა იურიდიულ და ადმინისტრაციულ მოვალეობას გამოცდილი ძმები შეასრულებენ. . . ისინი, უკლებლივ ყველა, ხელმძღვანელი საბჭოს სულიერი ხელმძღვანელობით იმსახურებენ. . . თითოეული ჩვენგანი ვლოცულობთ და იეჰოვასგან მოველით ჩვენი გაერთიანებული მცდელობის კურთხევას მისი ნების შესასრულებლად, რათა პატივი მიეგოს და განდიდდეს მისი დიდებული სახელი“.