არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ვინ შექმნა?

ვინ შექმნა?

ვინ შექმნა?

ბოლორქიანთა კვერცხსადები

● დედალი ბოლორქიანები კვერცხებს ფიჭვის ხის მერქანში დებენ. ამ პროცესზე დაკვირვებამ მეცნიერები შთააგონა, შეექმნათ უფრო უსაფრთხო და დახვეწილი ქირურგიული ზონდები.

დაფიქრდით: ბოლორქიანები ფიჭვის ხის მერქანს კვერცხსადების მეშვეობით ბურღავენ. კვერცხსადები წააგავს ნემსისმაგვარ მილს, რომელსაც ორი ერთმანეთთან დაკავშირებული ღერო აქვს. თითოეულ ღეროზე კი უკანმიმართული კბილანებია განლაგებული. ერთ ღეროზე განლაგებული კბილანები ხეს ესობა, რაც წინაღობას წარმოქმნის, ამასობაში მეორე ღერო მცირედით ჩადის მერქანში. შემდეგ მეორე ღეროს კბილანები ესობა ხეს, ისიც წარმოქმნის წინაღობას და ახლა უკვე პირველი ღერო ჩადის მერქანში. ამგვარად, სწრაფი რხევითი მოძრაობით, რომლის დროსაც ორივე ღერო ერთიმეორის მონაცვლეობით წარმოქმნის წინაღობას, კვერცხსადები მინიმალური ძალის გამოყენებით ბურღავს დაახლოებით 20 მილიმეტრის სიღრმეზე მერქნის ცილას, თანაც ისე, რომ თვითონ არ იღუნება და არ ტყდება.

დედალი ბოლორქიანები მეცნიერებისთვის შთაგონების წყარო აღმოჩნდა. ამ მწერზე დაკვირვებით მათ შექმნეს ნეიროქირურგიული ზონდის პროტოტიპი, რომელიც კვერცხსადების პრინციპით მუშაობს. მისი კრემნიუმის ნემსი შედგება ორი მოძრავი ღეროსგან. თითოეულზე მიკროსკოპული ზომის კბილანებია განლაგებული, რომელსაც მინიმალური ზიანის გარეშე ტვინის ღრმა უბნებამდე შეღწევა შეუძლია. მაგრამ ამ ინსტრუმენტს კიდევ ერთი თავისებურება აქვს. „სხვა უდრეკი ქირურგიული ზონდებისგან განსხვავებით, ეს ხელსაწყო იქნება საკმაოდ დრეკადი საიმისოდ, რომ ოპერაციის დროს გვერდი აუაროს ტვინის ყველაზე საშიშ ზონებს“, — ნათქვამი იყო ჟურნალ „ნიუ საიენტისტში“. ასეთი ზონდის გამოყენებით ქირურგები შეამცირებენ გაკვეთების რაოდენობას, რაც ტვინის რთულად მისადგომ უბნებში შესაღწევად არის საჭირო.

რას ფიქრობთ? თავისით გაჩნდა დედალი ბოლორქიანის კვერცხსადები თუ ვინმემ შექმნა?

[დიაგრამა 25 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

ჯერ ერთი ღერო ესობა ხეს და წარმოიქმნება წინაღობა, და შემდეგ მეორე ღერო ჩადის ხის მერქანში

ხე

მონაცვლეობითი მოძრაობა

[სურათის საავტორო უფლებები 25 გვერდზე]

Wasp: David R. Lance, USDA APHIS PPQ, Bugwood.org; diagram: J. F. V. Vincent and M. J. King, (1996). The mechanism of drilling by wood wasp ovipositors. Biomimetics, 3: 187-201