არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ვინ შექმნა?

ვინ შექმნა?

ვინ შექმნა?

ბაქტერიის შოლტი

● ის მძლავრი მიკროსკოპის ქვეშაც კი ძალიან პატარა და უმნიშვნელო ჩანს. მას ნავზე მიმაგრებულ ძლიერ ძრავას ადარებენ. სინამდვილეში რა არის ბაქტერიის შოლტი?

არსებობს სხვადასხვა სახის შოლტი, მათგან ყველაზე კარგად გამოკვლეული ბაქტერიის შოლტია. ბაქტერიის კედელზე მიმაგრებული შოლტი ბრუნავს და მიკროორგანიზმს გაჩერებისა და სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობის საშუალებას აძლევს. როგორც ვარაუდობენ, დღემდე ცნობილი ბაქტერიების ნახევარი შოლტის ამა თუ იმ სახეობით არის აღჭურვილი.

ბაქტერიის დნმ შეიცავს შოლტისა და მისი სამოძრაო აპარატის წარმოსაქმნელად საჭირო ინსტრუქციას. მთლიანი სისტემა დაახლოებით 40 ცილისგან შედგება, რომლებიც ძრავის ცალკეულ ნაწილს შეგვიძლია შევადაროთ. საოცარია, მაგრამ მას საკუთარი თავის ასაწყობად მხოლოდ 20 წუთი სჭირდება.

ერთ-ერთ წყაროში ნათქვამია: „ბაქტერიის შოლტი შეიცავს როტორულ ძრავას, რომელიც წუთში 6 000—17 000 ბრუნს აკეთებს. ყველაზე საოცარი კი ის არის, რომ მას წამებში შეუძლია შეიცვალოს მიმართულება და საპირისპირო მიმართულებით წუთში 17 000 ბრუნი სიჩქარით გააგრძელოს მოძრაობა“ (The Evolution Controversy). ჟურნალი „ნიუ საიენტისტი“ ბაქტერიის შოლტს უწოდებს „რთული მოლეკულური სისტემის საუკეთესო მაგალითს, ურთულეს ნანომანქანას, რომლის მსგავსის შექმნა ნებისმიერი ინჟინრის შესაძლებლობებს აღემატება“.

მეცნიერებს აოცებთ ის ფაქტი, რომ ერთი ციდა ბაქტერიის შოლტს შეუძლია საკუთარი თავის აგება და თავისი შემადგენელი ორმოცივე დეტალის ისეთი თანმიმდევრობით დალაგება, რომ ყველაფერმა ზუსტად და სათანადოდ იმუშაოს.

რას ფიქრობთ? თავისით გაჩნდა ბაქტერიის შოლტი თუ ვინმემ შექმნა?

[დიაგრამა⁄სურათი 24 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

როტორი

მილისი

უნივერსალური სახსარი

პროპელერი

შოლტები

[სურათი]

გადიდებული ბაქტერია

[საავტორო უფლებები]

Bacterium inset: © Scientifica/Visuals Unlimited, Inc.; flagellum diagram: Art source courtesy of www.arn.org