არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ტაბაკე — უცნაური კოსმეტიკური საშუალება

ტაბაკე — უცნაური კოსმეტიკური საშუალება

ტაბაკე — უცნაური კოსმეტიკური საშუალება

▪ მადაგასკარის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, სადაც მუდამ თაკარა მზე აცხუნებს, ქალები ზღვის ნაპირზე ნიჟარებს ეძებენ, რათა ტურისტებს მიჰყიდონ. მათ სახე თეთრი საცხით აქვთ დაფარული, რომელსაც ადგილობრივები ტაბაკეს უწოდებენ. ეს უნივერსალური სახის ნიღაბი სახეს არა მხოლოდ მწველი მზისგან იცავს, არამედ შესანიშნავი კოსმეტიკური საშუალებაცაა.

ტაბაკეს ამზადებენ ისეთი ხეების მერქნის ცილისგან, როგორიცაა Enterospermum Sp. rubiacees და Ficus cf. megapoda bac. moracees. ამ საცხის დამზადების წესი მარტივია — მერქნის ცილას ქალი ბრტყელ ქვაზე ხეხავს, შემდეგ ნელ-ნელა ამატებს რამდენიმე წვეთ წყალს, სანამ სქელ მასას არ მიიღებს. ამის შემდეგ ხის ან პლასტმასის პატარა ჩხირით, რომელსაც მომრგვალებული ან წამახვილებული წვერი აქვს, საცხში აწობს და სახეზე ფიგურებს იხატავს.

ზოგი ქალი თვალების გარშემო კანის გარდა, ტაბაკეს მთელ სახეზე ისვამს, ზოგი კი მხოლოდ შუბლზე, ლოყებსა და ნიკაპზე. ტაბაკეს იყენებენ როგორც სახეზე დეფექტების დასაფარავად, ისე სახის მოსახატად. იგი იდეალური საშუალებაა ცხიმიანი კანისთვისაც. ზოგჯერ მას სხვა ინგრედიენტებსაც ამატებენ, რითაც სახეს უამრავი ფერისა და ფორმის ნახატებით იმშვენებენ.

ვინ იფიქრებდა, რომ კოსმეტიკური საშუალების დამზადება ხისგანაც შეიძლებოდა! პარიზისა და ნიუ-იორკის მოდისა და სილამაზის ცენტრებისგან საკმაოდ შორს, მადაგასკარში, ტაბაკე უცნაური, თუმცა ეფექტური კოსმეტიკური საშუალებაა.