არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ხოკერა

ხოკერა

 ვინ შექმნა?

ხოკერა

ისეთი ავტომობილის შესაქმნელად, რომელიც გამძლე იქნებოდა, შედარებით ნაკლებ ენერგიას დახარჯავდა და გარემოსაც არ დააბინძურებდა, დიზაინერებმა შთაგონების წყაროს უჩვეულო ადგილას — ზღვის ფსკერზე — მიაგნეს. ოკეანეების ტროპიკულ წყლებში, მარჯნის რიფებს შორის მობინადრე ხოკერა (Ostracion cubicus) შესანიშნავი მოდელი აღმოჩნდა ყველაზე მსუბუქი კონსტრუქციისა და შეუდარებელი აეროდინამიკურობის მქონე ავტომობილის შესაქმნელად.

დაფიქრდით: ხოკერა სწრაფად დაცურავს. ის წამში ფარავს იმხელა მანძილს, რომელიც თავისი სხეულის სიგრძეს ექვსჯერ აღემატება. მაგრამ ის სხვა თევზებისგან მხოლოდ ამით არ გამოირჩევა. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, კუბის ფორმის სხეული მას უფრო აეროდინამიკურს ხდის. ინჟინრებმა, რომლებმაც ხოკერას მსგავსი ავტომობილის მოდელი შექმნეს და გამოსცადეს აეროდინამიკურ მილში (სპეციალური დანადგარი, რომელშიც იქმნება ჰაერის ძლიერი ნაკადი), აღმოაჩინეს, რომ ის სხვა კომპაქტურ ავტომობილებზე სწრაფად კვეთს ჰაერს.

მიუხედავად იმისა, რომ ხოკერა ძალიან მსუბუქია, ამ თევზის ძვლოვანი ჯავშანი მის მაქსიმალურ სიმტკიცეს განაპირობებს. ცურვისას ხოკერას გარშემო წყალი წრიულად ბრუნავს, რაც მას ტურბულენტური დინების დროს წონასწორობის შენარჩუნებაში ეხმარება. ამიტომ ხოკერა შესანიშნავად ახერხებს მანევრირებას და უბედურებისთვის თავის არიდებას.

ინჟინრებმა ხოკერასგან ისესხეს იდეა შედარებით უსაფრთხო და მსუბუქი ავტომობილის შესაქმნელად, რომელიც მცირე რაოდენობის საწვავს დახარჯავს. „წარმოიდგინეთ, რომ ერთი შეხედვით მოუქნელი თევზი ისეთი ავტომობილის მოდელად იქცა, რომელსაც შესანიშნავი აეროდინამიკური დიზაინი აქვს და ნაკლებ საწვავს ხარჯავს!“ — აღნიშნა გერმანელმა ინჟინერმა ტომას ვებერმა.

რას ფიქრობთ? ხოკერა შემთხვევით გაჩნდა თუ შემოქმედის დამსახურებაა?

[სურათის საავტორო უფლებები 10 გვერდზე]

Boxfish: © Hal Beral/V&W/SeaPics.com; car: Mercedes-Benz USA