არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა მდგომარეობაა ეკლესიებში?

რა მდგომარეობაა ეკლესიებში?

რა მდგომარეობაა ეკლესიებში?

რა ხდება „ქრისტიანულ“ ეკლესიებში? როგორი გავლენით სარგებლობენ ისინი იქ, სადაც ცხოვრობთ? შესაძლოა, გსმენიათ, რომ აფრიკაში, აღმოსავლეთ ევროპასა და შეერთებულ შტატებში ადამიანები კვლავ დაინტერესდნენ რელიგიით და, შესაბამისად, მრევლის რაოდენობაც გაიზარდა. თუმცა, ფაქტები ცხადყოფს, რომ მსოფლიოს სხვა ნაწილში განსაკუთრებით დასავლეთ ევროპაში, მრევლი კლებულობს, ეკლესიები იხურება და ადამიანები რელიგიის მიმართ გულგრილები ხდებიან.

მრევლის რაოდენობის კლების გამო ეკლესიამ თავისი მიდგომა შეცვალა. ზოგი ეკლესია აცხადებს, რომ „არავის განსჯის“, და, რომ ღვთისთვის ადამიანის ნებისმიერი საქციელი მისაღებია. ნაცვლად იმისა, რომ ეკლესიებმა ხალხს ღვთის სიტყვა ასწავლონ, ისინი გართობასა და ამქვეყნიურ სიამეს სთავაზობენ მათ. ზოგი მორწმუნე თვლის, რომ ეკლესია უნდა ერგებოდეს თანამედროვე საზოგადოების მოთხოვნებს, მაგრამ ბევრი გულწრფელი ადამიანის აზრით, რელიგიებმა გადაუხვიეს იესოს მიერ დატოვებული გზიდან. განვიხილოთ, რა ცვლილებები განიცადეს ეკლესიებმა ბოლო ათწლეულების განმავლობაში.