არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბარანკა-დელ-კობრეს კანიონში

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბარანკა-დელ-კობრეს კანიონში

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბარანკა-დელ-კობრეს კანიონში

ჩვენი კორესპონდენტისგან მექსიკაში

ბარანკა-დელ-კობრეს კანიონი ბუნების სასწაულია, რომელიც მექსიკის ჩრდილოეთით, სიერა-მადრეის ქედზე, მდებარეობს და დაახლოებით 50 000 კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული. ეს კი თითქმის კოსტა-რიკის ტერიტორიის ფართობს უტოლდება.

მაგრამ მისი სახელი, ცოტა არ იყოს, დამაბნეველია. ბარანკა-დელ-კობრეს კანიონი მხოლოდ ერთი კანიონი კი არ არის, არამედ 20 ერთმანეთზე გადაბმული კანიონია. მათგან ერთ-ერთია ბარანკა-დელ-კობრეს კანიონი, რომლის სახელსაც კანიონთა ეს მთლიანი ჯაჭვი ატარებს. როგორც მკვლევარი რიჩარდ ფიშერი შენიშნავს, მათგან, სულ მცირე, სამი კანიონი ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე „დიდ კანიონზე“ უფრო ღრმაა *.

რადგან ბარანკა-დელ-კობრეს კანიონი უზარმაზარია, ტურისტების უმრავლესობას მისი ბევრი ლამაზი ადგილიდან მხოლოდ რამდენიმეს მონახულება შეუძლიათ. ყველაზე თვალწარმტაცი ხედები ბარანკა-დელ-კობრეს, სინფოროსას და ურიკეს კანიონების მიმართულებით იშლება. მაგრამ ზოგი ფიქრობს, რომ ყველაზე შთამბეჭდავი ხედია დივისადეროზე, საიდანაც ბარანკა-დელ-კობრეს, ურიკესა და ტარარეკუას კანიონების შეერთების ადგილი მოჩანს.

მრავალფეროვანი კლიმატი

მკვეთრი ამაღლების გამო ბარანკა-დელ-კობრეს კანიონის სხვადასხვა სიმაღლეზე ჰავისა და მცენარეული საფარის უეცარი ცვლილებაც თვალში საცემია. მიგელ გლისონმა საკუთარი თვალით იხილა ეს, როცა ჯგუფთან ერთად დაეშვა ურიკეს კანიონში. ის ჟურნალ „მეხიკო დესკონოსიდოში“ წერდა: „თავდაპირველად დაგვცხა, შემდეგ თვალთახედვიდან დაგვეკარგა ფიჭვის ტყეები და ჩვენ წინ ტროპიკული მცენარეები, ბანანი, ავოკადო და ფორთოხალიც კი, გადაიშალა. თვალს არ ვუჯერებდით. მინდა აღვნიშნო, რომ ჩემს ცხოვრებაში არასდროს გადავსულვარ ცივი ტყეებიდან თბილ სუბტროპიკებში ასეთი მოკლე მანძილის გავლით და ასე სწრაფად“.

კანიონების მაღალ პლატოებს 15 ჯიშის ფიჭვის ხე და 25 ჯიშის მუხა ფარავს. ბარანკა-დელ-კობრეს კანიონში აგრეთვე ალვის ხე და ღვია იზრდება. ზაფხულში მთელ მთაგრეხილზე მრავალფეროვანი ყვავილები ხარობს, რომელთაგანაც ზოგს ადგილობრივი მცხოვრებლები, ტარაჰუმარელები, საჭმელად ან ბუნებრივ სამედიცინო საშუალებად იყენებენ. იმ ადგილებში, რომლებიც ზღვის დონიდან 1 800 მეტრზე უფრო მაღლა მდებარეობს, წლის განმავლობაში ჰავა ზომიერიდან ცივისკენ იცვლება. ზამთარში ხანმოკლე წვიმები იცის და დროდადრო თოვს.

როდესაც დამთვალიერებლები დაბლა ეშვებიან, მათ თვალწინ სხვადასხვა ჯიშის ხეები და კაქტუსები იშლება. კიდევ უფრო დაბლა, სუბტროპიკულ კლიმატში აღმოჩნდებიან; ასეთ კლიმატურ პირობებში ზამთარი სასიამოვნოა, ამ დროს საშუალო ტემპერატურა 17 გრადუსია. მაგრამ, ზამთრისგან განსხვავებით, ზაფხული ამ ზონაში შეიძლება საკმაოდ შემაწუხებელი იყოს, რადგან ტემპერატურა 35 გრადუსიდან 45 გრადუსამდე მერყეობს. ხშირია წვიმები, რაც მდინარეების ადიდებასა და კალაპოტიდან გადმოსვლას იწვევს.

ამ მიდამოს კიდევ უფრო თვალწარმტაცს ხდის ორი დიდებული ჩანჩქერი. პიედრა ბოლადა, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ჩანჩქერი მსოფლიოში, 453 მეტრი სიმაღლიდან გადმოქუხს, ხოლო ბასასეაჩი 246 მეტრი სიმაღლიდან ეშვება.

ცხოველთა თავშესაფარი

ბარანკა-დელ-კობრეს კანიონი საკმაოდ ბევრი სხვადასხვა სახეობის ცხოველების საცხოვრებელი ადგილია. როგორც ამბობენ, მექსიკაში ძუძუმწოვრების 30 პროცენტი სწორედ აქ ბინადრობს. მათ შორისაა შავი დათვი (ბარიბალი), პუმა, კანადური წავი, ვირჯინიული ირემი, რუხი მგელი, ტახი, წითელი ფოცხვერი, ენოტი, ამერიკული მაჩვი, სკუნსი, აგრეთვე ღამურა, ციყვი და კურდღელი.

დაახლოებით 400 სახეობის ფრინველი ბინადრობს ბარანკა-დელ-კობრეს კანიონში. მათ შორის არიან მთის არწივი და შევარდენი. კანიონები მეტად ხელსაყრელ ადგილზე — ჩრდილო და ცენტრალურ ამერიკას შორის — მდებარეობს, რის გამოც მიმომფრენი ფრინველები აქ იზამთრებენ. სხვები კი მხოლოდ ისვენებენ ფრენის გაგრძელებამდე.

რასაკვირველია, ბარანკა-დელ-კობრეს კანიონს დიდება მოაქვს ბუნების ყველა საოცრების შემქმნელისთვის, იეჰოვა ღმერთისთვის, როგორც ეს ერთხელ მეფე დავითმა გამოთქვა შემდეგი სიტყვებით: „შენია, უფალო, დიდება, ძლიერება, ქება, ძლევა და დიდებულება, ისევე როგორც ყოველივე ცაზე და ქვეყანაზე“ (პირველი ნეშტთა 29:11).

[სქოლიო]

^ აბზ. 4 ურიკეს კანიონის სიღრმე 1879 მეტრს აღწევს, სინფოროსას კანიონის — 1830 მეტრს, ბატოპილასის კანიონის — 1800 მეტრს, ხოლო „დიდი კანიონის“ — დაახლოებით 1600 მეტრს.

[ჩარჩო⁄სურათი 18 გვერდზე]

ხედი მატარებლიდან

ჩიუაუა-წყნარი ოკეანის სარკინიგზო ქსელი გადაჭიმულია 941 კილომეტრზე, მექსიკა-შეერთებული შტატების საზღვარზე მდებარე ქალაქ ოხინაგადან წყნარი ოკეანის პორტ ტოპოლობამპომდე; სარკინიგზო ხაზი კვეთს ბარანკა-დელ-კობრეს კანიონსაც. ამ ადგილის ტოპოგრაფიული თავისებურებების გამო ეს სარკინიგზო ქსელი დიდ საინჟინრო მიღწევად არის მიჩნეული. ამ მარშრუტით სვლისას მატარებელმა დაახლოებით 37 დიდ ხიდზე უნდა გაიროს, რომელთაგანაც ყველაზე გრძელი მდინარე რიო ფუერტეზეა გადებული და სიგრძით 500 მეტრია. ყველაზე მაღალი ხიდი მდინარე ჩინიპასზე 90 მეტრზეა აღმართული.

მატარებელი აგრეთვე 99 გვირაბში გადის. მათგან ყველაზე გრძელს ელ-დესკანსოს უწოდებენ, რომლის სიგრძეც 1 810 მეტრია. ასეთი მარშრუტით მგზავრობის დროს ტურისტებს შეუძლიათ ბარანკა-დელ-კობრეს კანიონის შთამბეჭდავი ხედი იხილონ.

[რუკები 15 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

ამერიკის შეერთებული შტატები

მექსიკა

ჩიუაუა

ოხინაგა

ჩიუაუა

ბარანკა-დელ კობრეს კანიონის ტერიტორია.

ლა-ხუნტა

კრილი

დივისადერო

ტოპოლობამპო

[სურათი 15 გვერდზე]

ბასასეაჩის ჩანჩქერი.

[საავტორო უფლება]

© Tom Till

[სურათი 16, 17 გვერდებზე]

ხედი დივისადეროზე.

[საავტორო უფლება]

© Tom Till

[სურათი 17 გვერდზე]

ტარაჰუმარელები კანიონის ტერიტორიაზე ცხოვრობენ.

[საავტორო უფლება]

George Hunter/ H. Armstrong Roberts

[სურათი 17 გვერდზე]

არარეკოს ტბა.

[სურათის საავტორო უფლება 15 გვერდზე]

George Hunter/H. Armstrong Roberts