არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ხმაურიანი თოვლი

ხმაურიანი თოვლი

ხმაურიანი თოვლი

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ, როდესაც თოვლი წყალზე ეცემა, თითოეული ფიფქი ხმას გამოსცემს, რომელიც ადამიანს არ ესმის. მოახლოებული სახანძრო მანქანის სირენის მსგავსად, წყალზე დაცემული თოვლის ხმაც კულმინაციას აღწევს და შემდეგ თანდათანობით წყდება; ეს პროცესი წამის მეათიათასედში ხდება.

წვიმის წვეთი ან სეტყვის მარცვალი წყალში იძირება, ხოლო მსუბუქი თოვლის ფიფქი წყლის ზედაპირზე რჩება. ის მალე დნება და, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, „სირენის“ ხმას გამოსცემს. ეს ფაქტი ცნობილი გახდა დაახლოებით 15 წლის წინათ, მაგრამ იმ პერიოდში გამოკვლევა არ გაგრძელებულა. ბოლო წლებში მსგავსი ხმაური ხელის შემშლელი გახდა ალასკელი ბიოლოგებისთვის, რომლებიც ჩრდილოეთის მიგრირებული ორაგულის კვალის მიგნებას ცდილობდნენ ჰიდროლოკატორით. როცა თოვლის წყალზე დაცემისგან გამოწვეული ხმაური თევზისგან გამოცემულ სიგნალებს ახშობს, მაკონტროლებელი ოპერაცია ვერ ხორციელდება. რა იწვევს ამ მოვლენას?

ჟურნალ „ნიუ საიენტისტში“ ახსნილია, რომ, როცა ფიფქი წყლის ზედაპირზე ტივტივებს, წყლის ქვევით უმნიშვნელო ხმაური ისმის. მაგრამ, როგორც კი ფიფქი დნობას იწყებს, წყალი კაპილარული წნევის მეშვეობით შეისრუტება. ამ დროს შეიძლება ჰაერის ბუშტულები გამოეყონ ფიფქს ან მომატებულმა წყალმა შთანთქას ისინი. წყალში მოხვედრის შემდეგ თითოეული ბუშტულა ამ გარემოში წონასწორობის მისაღწევად ვიბრაციას იწყებს და ასეთი სახით ბგერათა ტალღებს იწვევს, რომლებიც რაღაცით ზარის ხმას ჰგავს, მაგრამ ბევრად უფრო მაღალი სიხშირის ხმას გამოსცემს.

[სურათის საავტორო უფლება 31 გვერდზე]

Snow Crystals/Dover