არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა წერილები

მკითხველთა წერილები

მკითხველთა წერილები

სამყარო. მინდა მადლობა გადაგიხადოთ სტატიებისთვის „რა არის პლანეტების მიღმა?“ (8 აგვისტო, 1999) და „წითელ პლანეტას კვლავ ესტუმრნენ“ (8 დეკემბერი, 1999), რომლებშიც მოცემულია ინფორმაცია მოწიწების მომგვრელი ჩვენი სამყაროს შესახებ. ისინი მართლაც საინტერესოდ იკითხება და ამასთანავე შემოქმედისადმი ჩვენს მადლიერებას აღრმავებს.

მ. ა. ტ. (იტალია)

დღენაკლული ბავშვი. მინდა გამოვხატო გულწრფელი მადლიერება სტატიისთვის გაჭირვებისას ღმერთზე მინდობა ვისწავლეთ“ (8 დეკემბერი, 1999). ამ სტატიაში საუბარი იყო მეიჯერების ოჯახსა და მათ მშვენიერ გოგონაზე, ჯოენზე. ჩემს პატარა დას აუტიზმის დიაგნოზი ორი წლის ასაკში დაუსვეს. მის ავადმყოფობასთან გამკლავება ძნელი და მძიმე ასატანია, მაგრამ მეიჯერების შემთხვევა დაგვეხმარა იმის გაგებაში, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ნებისმიერ სიტუაციაში მივენდოთ იეჰოვას.

მ. კ. (აშშ)

ჩვენი გოგონა, ჯოენის მსგავსად, 1992 წელს დაიბადა. დაბადებისას ის მხოლოდ 700 გრამს იწონიდა. ექიმებმა სისხლის გადასხმა შემოგვთავაზეს. ერთმა ექიმმა კიდეც თქვა რომ, თუ სისხლს არ გადაუსხამდნენ, პათოლოგიური ცვლილებები მოხდებოდა თავის ტვინში. მაგრამ ჩვენ იეჰოვას მივმართეთ ლოცვით და შევძელით სიმტკიცის შენარჩუნება. დღეს ის სკოლაში დადის და ტვინის დაზიანების არავითარი ნიშანი არ შეიმჩნევა.

ჩ. ჰ. (იაპონია)

მე მეუღლე და სამი შვილის დედა ვარ. ჩემი ქმრის უმუშევრობის გამო ჩვენ არც შემოსავალი და არც ჯანმრთელობის დაზღვევა გვაქვს. მაგრამ ჯოენის და მისი ოჯახის შემთხვევა მეხმარება ყოველდღიურ სირთულეებთან გამკლავებაში (მათე 6:34). გმადლობთ შეხსენებისთვის, რომ არ მივენდო საკუთარ თავს, არამედ იეჰოვას მივმართო პრობლემების გადასაჭრელად საჭირო ძალებისთვის.

კ. ე. (აშშ)

ცრურწმენა. მე არა ვარ იეჰოვას მოწმე, მაგრამ უკვე ორი წელია, რაც თქვენს პუბლიკაციებს ვკითხულობ. მადლობა მინდა გადაგიხადოთ სტატიათა სერიისთვის — „ცრურწმენა — რატომ არის ასე საშიში?“ (8 ნოემბერი, 1999). ადრე ფატალისტი და ცრუმორწმუნე ვიყავი — ასე აღმზარდეს. ამჟამად ვფიქრობ, რომ თქვენ სიმართლეს ამბობთ ჭეშმარიტი ქრისტიანობის შესახებ.

ნ. დ. (საფრანგეთი

ცრურწმენაზე სტატიამ შეურაცხმყო. („ცრურწმენა — რატომ არის ასე საშიში?“, 8 ნოემბერი, 1999). მე რომის კათოლიკური ეკლესიის ერთგული ვარ. ერთ-ერთ სტატიაში ნათქვამია, რომ ზოგი მგზავრი „პირჯვარს იწერს“ და ეს ცრურწმენის ნიშანია. უსაფრთხოდ რომ იმგზავრონ, კათოლიკეები პირჯვარს იწერენ, ეს მათი ლოცვის ნაწილია. ამას ჩვენი მრწამსი მოითხოვს და ვერ ვიტყოდი, რომ ეს ცრურწმენაა.

ს. ვ. (აშშ)

შეუძლებელია იმის უარყოფა, რომ ბევრი პირჯვარს რწმენის გამოხატვის მიზნით იწერს. როცა ავსტრალიელ ფეხბურთელს ჰკითხეს, თუ რატომ გადაიწერა პირჯვარი სათამაშო მოედანზე, მან აღიარა: „მე ვფიქრობ, რომ ეს, უბრალოდ, ცრურწმენაა“. არ არის გასაკვირი, რომ ამ ჩვეულებას თავიდანვე ცრუმორწმუნეობრივი საფუძველი ჰქონდა. „კათოლიკურ ენციკლოპედიაში“ ნათქვამია: „ადრეული პერიოდიდან [პირჯვრის გადაწერა] სიბნელის სულთა წინააღმდეგ საბრძოლო იარაღად გამოიყენებოდა არაწმინდა სულების განდევნასა და ჯადოქრობაში (რედ.).