არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

2 | წმინდა წერილებიდან მიღებული ნუგეში

2 | წმინდა წერილებიდან მიღებული ნუგეში

ᲑᲘᲑᲚᲘᲐᲨᲘ ᲜᲐᲗᲥᲕᲐᲛᲘᲐ: „ყველაფერი, რაც წინათ დაიწერა, ჩვენ სასწავლებლად დაიწერა, რათა მოთმინებითა და წმინდა წერილებიდან მიღებული ნუგეშით გვქონდეს იმედი“ (ᲠᲝᲛᲐᲔᲚᲔᲑᲘ 15:4).

არსი

ბიბლიაში ჩაწერილი მანუგეშებელი აზრები ძალას გვმატებს და უარყოფითი ფიქრების მოშორებაში გვეხმარება. ღვთის სიტყვა უტყუარ იმედსაც გვისახავს, რომ ემოციური ტკივილი მალე წარსულს ჩაჰბარდება.

როგორ გვეხმარება ბიბლია

დროდადრო ყველას გვეუფლება უარყოფითი გრძნობები, მაგრამ მათ, ვისაც შფოთვითი აშლილობა ან დეპრესია ტანჯავს, ყოველდღე უწევთ ასეთ გრძნობებთან გამკლავება.

  • ბიბლიაში ბევრ დადებით და გამამხნევებელ აზრს ვხვდებით, რაც ნეგატიური ფიქრების მოშორებაში გვეხმარება (ფილიპელები 4:8). ღვთის სიტყვა გვანუგეშებს და გვამშვიდებს; შედეგად კი ემოციური წონასწორობის შენარჩუნება გვიადვილდება (ფსალმუნი 94:18, 19).

  • ბიბლიის დახმარებით შეგვიძლია გავუმკლავდეთ უღირსობის გრძნობას (ლუკა 12:6, 7).

  • ბიბლია გვარწმუნებს, რომ მარტო არ ვართ და ჩვენს შემოქმედს ბოლომდე ესმის ჩვენი (ფსალმუნი 34:18; 1 იოანე 3:19, 20).

  • ბიბლია გვპირდება, რომ ღმერთი სამუდამოდ წაშლის ცუდ მოგონებებს ჩვენი გონებიდან (ესაია 65:17; გამოცხადება 21:4). ეს იმედი ძალას გვმატებს, რომ ფარ-ხმალი არ დავყაროთ და უარყოფითმა ემოციებმა არ დაგვჯაბნოს.