არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ისმენს ღმერთი პირადად თქვენს ლოცვებს?

ისმენს ღმერთი პირადად თქვენს ლოცვებს?

როგორ ფიქრობთ, გისმენთ ღმერთი, როცა ლოცულობთ?

რას ასწავლის ბიბლია?

  • ღმერთი გვისმენს. ბიბლია გვარწმუნებს, რომ „იეჰოვა ახლოს არის ყველასთან, ვინც მას უხმობს, ყველასთან, ვინც წრფელი გულით უხმობს . . . [იგი] ისმენს მათ ღაღადს, შველას რომ სთხოვენ“ (ფსალმუნი 145:18, 19).

  • ღმერთს სურს, ლოცვით მივმართოთ. ბიბლია მოგვიწოდებს: „ყველა თქვენი სათხოვარი ლოცვაში გაუმხილეთ ღმერთს, ევედრეთ და მადლიერებით მიმართეთ“ (ფილიპელები 4:6).

  • ღმერთი ნამდვილად ზრუნავს ჩვენზე. მან კარგად იცის, რა გვაწუხებს და სურს, დახმარების ხელი გამოგვიწოდოს. ბიბლიაში ნათქვამია: „ყველა თქვენი საწუხარი მას მიანდეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე“ (1 პეტრე 5:7).