არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიმღერა 100

გამოიჩინეთ სტუმართმოყვარეობა

გამოიჩინეთ სტუმართმოყვარეობა

(საქმეები 17:7)

  1. 1. იეჰოვა არის სტუმართმოყვარე,

    მიუკერძოებლად ზრუნავს ყველაზე.

    წვიმას და მზეს გვაძლევს,

    არავის უკავებს,

    გვაძლევს საკვებს და გვიხარებს გულს.

    თუ თავმდაბლებთან ჩვენ ვავლენთ სიკეთეს,

    როგორც ღვთის შვილები, მივბაძავთ ჩვენს ღმერთს.

    აგვინაზღაურებს ღმერთი

    ამ სიკეთეს,

    გულით გამოვლენილ სიყვარულს.

  2. 2. რა ნაყოფს გამოიღებს, ჩვენ არ ვიცით,

    თუ სხვებს დავეხმარებით გასაჭირში.

    ვზრუნავთ სხვებზე და

    მათ ვუწევთ დახმარებას,

    ხელგაშლილები ვართ ყველასთან.

    ძველ დროში მცხოვრები ლიდიასავით,

    ვამბობთ, ჩემთან მოდით, ჩემს სახლში დარჩით.

    თუ ჩვენთან მოდიან,

    გულმშვიდად არიან.

    გულმოწყალებაში ღმერთს ვბაძავთ.