არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐ

ჩასწვდით ღვთის აზროვნებას

ჩასწვდით ღვთის აზროვნებას

გვინდა, რომ ყველაფერი იეჰოვას გასახარად ვაკეთოთ (იგავ. 27:11). ეს რომ შევძლოთ, მაშინაც უნდა ავირეკლოთ მისი აზროვნება, როცა ამა თუ იმ საკითხზე კონკრეტული კანონი ან მითითება არ არსებობს. რა დაგვეხმარება იეჰოვას შეხედულებების გათავისებაში?

ჩვევად გაიხადეთ ღვთის სიტყვის შესწავლა. როცა ბიბლიას ვკითხულობთ, შეიძლება ითქვას, რომ იეჰოვასთან გვაქვს ურთიერთობა. იმაზე ფიქრი, თუ როგორ ეპყრობოდა იეჰოვა წარსულში თავის ხალხს, რა სტკენდა გულს და რა ახარებდა, მის აზროვნებას უკეთ გვაცნობს. გადაწყვეტილების მიღებისას წმინდა სული გაგვახსენებს ჩვენ მიერ გამოკვლეულ ბიბლიურ პრინციპებსა თუ აზრებს (იოან. 14:26).

ღრმად გამოიკვლიეთ. სანამ რაიმეს გადაწყვეტთ, დაფიქრდით: რომელი ბიბლიური მუხლი ან მაგალითი დამეხმარება, გავიგო, რას ფიქრობს ღმერთი ამ საკითხზე? იეჰოვას მიმართეთ ლოცვით. ბიბლიური პრინციპების მოსაძიებლად და მათი პრაქტიკული ღირებულების დასანახავად გამოიყენეთ თქვენს ენაზე ხელმისაწვდომი საკვლევი საშუალებები (ფსალმ. 25:4).

ᲣᲧᲣᲠᲔᲗ ᲕᲘᲓᲔᲝᲠᲒᲝᲚᲡ «„ᲛᲝᲗᲛᲘᲜᲔᲑᲘᲗ ᲒᲐᲕᲘᲠᲑᲘᲜᲝᲗ ᲩᲕᲔᲜ ᲬᲘᲜ ᲛᲓᲔᲑᲐᲠᲔ ᲛᲐᲜᲫᲘᲚᲘ“ — ᲛᲘᲘᲦᲔᲗ ᲜᲝᲧᲘᲔᲠᲘ ᲡᲐᲙᲕᲔᲑᲘ!», ᲓᲐ ᲣᲞᲐᲡᲣᲮᲔᲗ ᲨᲔᲛᲓᲔᲒ ᲙᲘᲗᲮᲕᲔᲑᲡ:

  • რა ზეწოლას ახდენდნენ რებეკაზე?

  • როგორ წაგადგებათ საკვლევი საშუალებები, თუ მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდებით?

  • როგორ დაგვეხმარება ბიბლიის შესწავლა და საკითხების ღრმად კვლევა სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში? (ებრ. 5:13, 14).