14 ᲗᲔᲑᲔᲠᲕᲐᲚᲘ, 2025
ᲜᲘᲒᲔᲠᲘᲐ

„მათეს“ და „მარკოზის“ სახარებების გამოცემები აბუა, გოკანა, ჰაუსა და ოკპე ენებზე

ბიბლიის წიგნების გამოცემა ნიგერიულ ენებზე

ბიბლიის წიგნების გამოცემა ნიგერიულ ენებზე

2025 წლის 9 თებერვალს ნიგერიის ფილიალში (იგედუმა) სპეციალური შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ადგილზე 1 143 ადამიანი დაესწრო. გარდა ამისა, პროგრამას ვიდეოკონფერენციის მეშვეობით 579 436 ადამიანი ადევნებდა თვალს იეჰოვას მოწმეთა დარბაზებიდან.

შეხვედრაზე ნიგერიის ფილიალის კომიტეტის წევრმა, სამუელ ოლანრევაჯუმ გამოაცხადა, რომ გამოიცა „მათეს” და „მარკოზის” სახარებები აბუა, გოკანა, ჰაუსა, კჰანა და ოკპე ენებზე. დამსწრეებმა ახალი გამოცემის ბეჭდური ვერსიები მიიღეს თავიანთ ენებზე. შეხვედრაზე აგრეთვე გამოცხადდა, რომ პიდგინი (დასავლეთი აფრიკა) და ურჰობო ენებზე ითარგმნა და გამოიცა რამდენიმე წიგნი ებრაული წერილებიდან. ყველა ახალი გამოცემის ჩამოტვირთვა მაშინვე გახდა შესაძლებელი ვებსაიტიდან jw.org და აპლიკაციიდან „JW ბიბლიოთეკა“.

ნიგერაიში 100 მილიონზე მეტი ადამიანი საუბრობს ზემოაღნიშნულ შვიდ ენაზე, მათ შორისაა დაახლოებით 95 ათასი იეჰოვას მოწმე. მათ ძალიან ახარებთ, რომ უკვე აქვთ ბიბლიის ამ წიგნების ადვილად გასაგები თარგმანები, რომელთაც სიამოვნებით გამოიყენებენ პირადი შესწავლის, კრების შეხვედრების და სამქადაგებლო მსახურების დროს.