ვინ არიან იეჰოვას მოწმეები?
ჩვენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ვცხოვრობთ და სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობთ, მაგრამ ერთი მიზანი გვაერთიანებს. ეს მიზანი სამყაროს შემოქმედისა და ბიბლიის ავტორის, იეჰოვას განდიდებაა. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, მივბაძოთ იესო ქრისტეს და გვეამაყება, რომ ქრისტიანებად ვიწოდებით. თითოეული ჩვენგანი რეგულარულად გამოვყოფთ დროს, რომ დავეხმაროთ ადამიანებს, უფრო მეტი გაიგონ ბიბლიისა და ღვთის სამეფოს შესახებ. ვინაიდან იეჰოვა ღმერთსა და მის სამეფოზე ვქადაგებთ, ხალხი გვიცნობს, როგორც იეჰოვას მოწმეებს.
გაეცანით ჩვენს ვებსაიტს. წაიკითხეთ ბიბლია ონლაინში. გაიგეთ, ვინ ვართ და რა გვწამს.