არჩეულ მასალაზე გადასვლა

2017 წლის 6 ოქტომბერი
რა არის ახალი

განყოფილება „ბიბლიური საკითხები“ განახლდა

განყოფილება „ბიბლიური საკითხები“ განახლდა

ვებ-გვერდზე jw.org განყოფილება „ბიბლიური საკითხები“ განახლდა. ამ განყოფილებაში სტატიები თემატურად განთავსდა, რაც გაგიადვილებთ სასურველი თემის მოძიებას. ქვემოთ აღწერილია, რა ცვლილებები განხორციელდა ამ განყოფილებაში:

  • ახალ ქვეგანყოფილებაში „ისტორია და ბიბლია“ განთავსებულია სტატიები იმის შესახებ, თუ როგორ მოაღწია ბიბლიამ ჩვენამდე, როგორ ითარგმნა და როგორ გავრცელდა. გარდა ამისა, ამ ქვეგანყოფილებაში მოცემული სტატიებიდან შეიტყობთ, როგორ ცხადყოფს ახალი აღმოჩენები, რომ ბიბლია ისტორიულად ზუსტია.

  • ახალ ქვეგანყოფილებაში „სიმშვიდე და ბედნიერება“ განთავსებულია სტატიები იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია ბიბლიას დაგეხმაროთ, გაუმკლავდეთ ყოველდღიურ სირთულეებს და სერიოზული პრობლემების მიუხედავად, იყოთ ბედნიერი და გქონდეთ შინაგანი სიმშვიდე.

  • ახალ ქვეგანყოფილებაში „მეცნიერება და ბიბლია“ განთავსებული სტატიებიდან გაიგებთ, როგორ ცხადყოფს შემოქმედება, რომ ბიბლია მეცნიერულად ზუსტია.

  • ქვეგანყოფილება „პასუხები ბიბლიურ კითხვებზე“ განახლდა. ახლა ადვილად შეგიძლიათ იპოვოთ პასუხები თქვენთვის საინტერესო კითხვებზე.

  • ქვეგანყოფილებაში „ქორწინება და ოჯახი“, რომელიც ჩაანაცვლებს ქვეგანყოფილებას „წყვილები და მშობლები“, განთავსებულ სტატიებში მოცემული იქნება ბიბლიური რჩევები, რომლებიც დაგეხმარებათ, განამტკიცოთ თქვენი ოჯახი და სწორად აღზარდოთ შვილები.