არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იესოს მიერ გაღებული მსხვერპლის ძალა

იესოს მიერ გაღებული მსხვერპლის ძალა

 მთელ მსოფლიოში წელიწადში ერთხელ იეჰოვას მოწმეები და მათი სტუმრები, იესოს მითითებისამებრ, მისი სიკვდილის გახსენების საღამოს აღსანიშნავად იკრიბებიან (ლუკა 22:19). ეს მოვლენა გვეხმარება, ჩავწვდეთ იესოს მიერ კაცობრიობისთვის გაღებული მსხვერპლის მნიშვნელობას და დავაფასოთ ის. აღსანიშნავია, რომ მისი მსხვერპლი დღესაც და მომავალშიც მოემსახურება ჩვენს კეთილდღეობას (იოანე 3:16).

 როგორ შეგიძლიათ თქვენც ისარგებლოთ იესოს მიერ გაღებული მსხვერპლით იმის მიუხედავად, ესწრებით თუ არა ამ ღონისძიებას? იესოს მითითებისამებრ, ამისთვის ორი რამაა საჭირო:

  1.  1) ღვთისა და იესოს გაცნობა. ზეციერი მამისადმი აღვლენილ ლოცვაში იესომ თქვა: „მარადიული სიცოცხლის მისაღებად უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3).

  2.  2) ნასწავლის თანახმად ცხოვრება. იესომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი მოძღვრებების თანახმად უნდა ვიცხოვროთ. მაგალითად, საყოველთაოდ ცნობილ მთაზე ქადაგების დასასრულს მან შეაქო ისინი, ვინც მის „სიტყვებს ისმენს და ასრულებს“ (ლუკა 6:46—48). მსგავსი აზრი იესომ სხვა დროსაც გაიმეორა: „ახლა იცით ყოველივე ეს და თუ ასე მოიქცევით, ბედნიერნი იქნებით“ (იოანე 13:17).

 გსურთ, მეტი შეიტყოთ ღვთისა და იესოს შესახებ? გაინტერესებთ, როგორ შეიძლება ბიბლიური რჩევების ცხოვრებაში გამოყენება? ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე დამხმარე საშუალება.

ბიბლიის სასწავლო კურსი

 ბიბლიის უფასო ინტერაქტიული სასწავლო კურსი ბევრს დაეხმარა, გამოეკვლია ბიბლია და ნასწავლი ცხოვრებაში გამოეყენებინა.

  •   გაეცანით ბიბლიის ინდივიდუალურ სასწავლო კურსს და გაიგეთ მეტი ამ პროგრამის შესახებ.

  •   უყურეთ ვიდეოს „ბიბლიის სასწავლო კურსის მიმოხილვა“ და გაიგეთ, როგორ მიმდინარეობს ბიბლიის შესწავლის პროცესი.

იეჰოვას მოწმეების შეხვედრები

 იეჰოვას მოწმეები ღვთის თაყვანსაცემად კვირაში ორჯერ თავიანთ დარბაზებში იკრიბებიან. ამ შეხვედრებზე ისინი მსჯელობენ ბიბლიურ საკითხებზე და იმაზე, თუ როგორ გამოიყენონ ცხოვრებაში ბიბლიური რჩევები.

 შეხვედრებზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს. ამისთვის არ არის აუცილებელი, რომ იეჰოვას მოწმე იყოთ. ადგილობრივი სიტუაციის გათვალისწინებით, თქვენ შეგიძლიათ შეხვედრას ან დარბაზში დაესწროთ ან ვიდეოკონფერენციის მეშვეობით მოუსმინოთ.

  •   უყურეთ ვიდეოს „როგორ ტარდება იეჰოვას მოწმეთა კრების შეხვედრები?“, რათა წინასწარ შეიქმნათ წარმოდგენა.

ონლაინსტატიები და ვიდეოები

 ჩვენს ვებგვერდზე განთავსებული არაერთი სტატიიდან და ვიდეოდან მეტ ინფორმაციას მიიღებთ იესოს მოძღვრებებზე და მის მიერ გაღებულ მსხვერპლზე.

 მაგალითად, თუ გაინტერესებთ, როგორ შეიძლება ერთი ადამიანის სიკვდილმა მილიონობით ადამიანს მოუტანოს ხსნა, წაიკითხეთ სტატიები „როგორ გვიხსნის იესო?“ და „“რატომ ეტანჯა და მოკვდა იესო?“ ან ნახეთ ვიდეო „რატომ მოკვდა იესო?“.