არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

Maremagnum/Corbis Documentary via Getty Images

ᲘᲤᲮᲘᲖᲚᲔᲗ!

ისრაელში დაიწყება არმაგედონი? რას ამბობს ბიბლია?

ისრაელში დაიწყება არმაგედონი? რას ამბობს ბიბლია?

 ბიბლიის თანახმად, არმაგედონი არის ბრძოლა, რომელიც დედამიწის ერთ კონკრეტულ ტერიტორიაზე კი არა, მთელ მსოფლიოში გაიმართება მთავრობებსა და ღმერთს შორის.

  •   «ეს სიტყვები, რომლებიც დემონების მიერაა შთაგონებული, . . მიდიან მთელი მსოფლიოს მეფეებთან, რათა საომრად შეკრიბონ ისინი ყოვლისშემძლე ღვთის დიდ დღეს. შეკრიბეს ისინი ადგილზე, რომელსაც ებრაულად „არმაგედონი“ ჰქვია» (გამოცხადება 16:14, 16).

 ებრაული სიტყვა „ჰარ-მეგიდონ“, რომელიც „არმაგედონად“ ითარგმნა, ნიშნავს „მეგიდოს მთას“. ერთ დროს მეგიდო ქალაქი იყო ძველი ისრაელის ტერიტორიაზე. სწორედ ამ მიზეზით ზოგი ფიქრობს, რომ არმაგედონი ისრაელში დაიწყება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ვერც მეგიდოს მიწა და ვერც ახლო აღმოსავლეთის სხვა რომელიმე ტერიტორია ვერ დაიტევს „მთელი მსოფლიოს“ მმართველებს და მათ ჯარს.

 წიგნი „გამოცხადება“ სიმბოლური ენით არის დაწერილი (გამოცხადება 1:1). შესაბამისად, არმაგედონი პირდაპირი გაგებით ერთ კონკრეტულ ტერიტორიას არ გულისხმობს. მასში ნაგულისხმებია მოვლენა, როცა მთელ მსოფლიოში ერები გაერთიანდებიან და ღვთის მმართველობას დაუპირისპირდებიან (გამოცხადება 19:11—16, 19—21).