არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სასწავლო პროცესი სკოლა „გალაადის“ ერთ-ერთ კლასში (2017 წელი)

რას ხმარდება თქვენი შესაწირავები?

„გალაადი“ — საერთაშორისო სკოლა

„გალაადი“ — საერთაშორისო სკოლა

2020 წლის 1 დეკემბერი

 ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყნიდან სპეციალურ სრული დროით მსახურებს იწვევენ „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიურ სკოლა „გალაადში“, რომელიც პატერსონში (ნიუ-იორკი) მდებარეობს. a ამ სკოლაში სტუდენტები სწავლობენ, როგორ გაართვან თავი უკეთ იეჰოვას ორგანიზაციაში დაკისრებულ დავალებებს. სასწავლო კურსის მიზანია, რომ კურსდამთავრებულებმა გააძლიერონ თავიანთი კრებები თუ ფილიალები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.

 „გალაადი“ მართლაც საერთაშორისო სკოლაა. მაგალითისთვის, 147-ე კლასში, რომელიც 2019 წელს ჩატარდა, 56 სტუდენტი სწავლობდა 29 ქვეყნიდან. ისინი მანამდე უკვე ჩაბმულნი იყვნენ სპეციალური სრული დროით მსახურების სხვადასხვა სფეროში — მსახურობდნენ ბეთელში, სარაიონო ზედამხედველებად, მისიონერებად თუ სპეციალურ პიონერებად.

 როგორც წესი, სწავლის დაწყებამდე ბევრი რამაა მოსასწრები; მსოფლიო მთავარი სამმართველოს სამგზავრო განყოფილებამ მოსწავლეებისთვის უნდა შეიძინოს თვითმფრინავის ბილეთები. მაგალითად, 147-ე კლასის სტუდენტები დანიშნულების ადგილას რომ ჩასულიყვნენ და უკან დაბრუნებულიყვნენ, თითოეული სტუდენტისთვის შეძენილი ბილეთების საშუალო ღირებულებამ 1 075 დოლარი შეადგინა. სოლომონის კუნძულებზე მცხოვრებ სტუდენტებს პატერსონამდე ჩასასვლელად ოთხი ბილეთი დასჭირდათ, უკან დასაბრუნებლად კი — სამი. ჯამში მათ 35 400 კმ-ზე მეტი გაიარეს, ხოლო თითოეული მათგანის ბილეთების საფასურმა 2 300 დოლარი შეადგინა. მსოფლიო მთავარი სამმართველოს სამგზავრო განყოფილება ხარჯების დაზოგვის მიზნით იყენებს კომპიუტერულ პროგრამას, რომელიც შედარებით იაფფასიან ბილეთებს ეძებს. ბილეთების დაჯავშნის შემდეგ კვირებისა და ხანდახან თვეების მანძილზეც კი, ეს პროგრამა განაგრძობს შედარებით ეკონომიური ბილეთების ძებნას. სამგზავრო განყოფილება ბილეთების შესაძენად სხვადასხვა ფასდაკლებას, მათ შორის, შემოწირულ ქულებსაც იყენებს.

 ბევრ სტუდენტს „გალაადში“ სასწავლებლად აშშ-ს ვიზა სჭირდება. ამიტომ, მსოფლიო მთავარი სამმართველოს იურიდიული განყოფილება სტუდენტებს ვიზის მიღებაში ეხმარება. რეგისტრაციისა და ვიზის საშუალო საფასური 510 დოლარს შეადგენს.

 რა მხრივ ადგებიან კრებებსა და ფილიალებს „გალაადის“ კურსდამთავრებულები? ჰენდრა გუნავანი, უხუცესი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან, „გალაადის“ კურსდამთავრებულ წყვილზე, რომელიც მის კრებაში მსახურობს, გვიყვება: „ადრე კრებაში არცერთი პიონერი არ გვყავდა. მაგრამ, მას შემდეგ, რაც ეს წყვილი ჩვენს კრებაში დაინიშნა, მათი განწყობის შემხედვარეთ, სხვებსაც გაუჩნდათ პიონერად მსახურების სურვილი. მოგვიანებით, ჩვენი კრებიდან ერთმა დამ სამეფოს მახარობელთა სკოლაც გაიარა!“.

 ძმა სერგიო პანჯაიტანი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში არსებულ ერთ-ერთ ფილიალში „გალაადის“ კურსდამთავრებულებთან ერთად მსახურობს. იგი ამბობს: «ის ცოდნა, რაც მათ სკოლა „გალაადში“ შეიძინეს, ჩვენთვისაც კურთხევა აღმოჩნდა. მართალია, მათ ბევრი რამ ისწავლეს, მაგრამ თავიანთი ცოდნით თავს არავის ამეტებენ; პირიქით, ნასწავლს სხვებსაც უზიარებენ და დიდი წვლილი შეაქვთ იმაში, რომ ბეთელში სულიერი ატმოსფერო სუფევდეს».

 სკოლა „გალაადის“ ხარჯები იმ სახსრების მეშვეობით იფარება, რომლებსაც თქვენ სწირავთ მსოფლიო სამქადაგებლო საქმისთვის ვებგვერდის donate.jw.org-ისა და სხვა საშუალებების გამოყენებით. მადლობა თქვენი გულუხვი შესაწირავებისთვის, რომლებსაც ამ საგანმანათლებლო პროგრამის მხარდასაჭერად იღებთ!

a ამ სკოლის სასწავლო პროგრამას ადგენს თეოკრატიული სკოლების განყოფილება, რომელსაც სასწავლო კომიტეტი ხელმძღვანელობს. სასწავლო კომიტეტს კი, თავის მხრივ, იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭო კურირებს. სკოლა „გალაადის“ მასწავლებლები თეოკრატიული სკოლების განყოფილებაში მსახურობენ. გარდა ამისა, სკოლაში ასწავლიან მოწვეული მასწავლებლებიც, მათ შორის, ხელმძღვანელი საბჭოს წევრები.