არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მთავარი თემა | შესტკივა ღმერთს გული თქვენზე?

ღმერთი განუგეშებთ

ღმერთი განუგეშებთ

„ჩაგრულების ნუგეშისმცემელმა ღმერთმა . . . გვანუგეშა“ (2 კორინთელები 7:6)

ღვთის ძემ „შემიყვარა და თავი გასწირა ჩემთვის“ (გალატელები 2:20).

რატომ ეპარება ზოგს ეჭვი: მაშინაც კი, როცა სასოწარკვეთილები არიან და ნუგეში სჭირდებათ, ზოგი თავს იკავებს, ღმერთს დახმარება სთხოვოს, რადგან თვლის, რომ ეს სხვა არაფერია, თუ არა ეგოისტობა. ერთი ქალბატონი, სახელად რაკელი, ამბობს: „როდესაც ვხედავ ადამიანები რა მძიმე მდგომარეობაში არიან, მათთან შედარებით ჩემი პრობლემები უმნიშვნელოდ მეჩვენება და მერიდება, ღმერთს დახმარება ვთხოვო“.

რას გვასწავლის ბიბლია: ადამიანების დასახმარებლად და სანუგეშებლად ღმერთმა ძალიან მნიშვნელოვანი რამ გააკეთა. დღეს სრულყოფილი არავინაა, ამიტომ შეუძლებელია ზედმიწევნით შევასრულოთ ღვთის მოთხოვნები. მიუხედავად ამისა, ღმერთმა „შეგვიყვარა და გამოგზავნა თავისი ძე [იესო ქრისტე] შერიგების მსხვერპლად ჩვენი ცოდვების გამო“ (1 იოანე 4:10). ქრისტეს მსხვერპლის საფუძველზე ღმერთი გვპატიობს ცოდვებს, შეგვიძლია გვქონდეს სუფთა სინდისი და მარადიული სიცოცხლის იმედი მშვიდობიან ახალ ქვეყნიერებაში. * მაგრამ იბადება კითხვა: უბრალოდ მთელი კაცობრიობისთვის იქნა გაღებული ეს მსხვერპლი, თუ ეს იმაზეც მიუთითებს, რომ ღმერთი პირადად არის თქვენით დაინტერესებული?

გავიხსენოთ პავლე მოციქულის შემთხვევა, რომელმაც ქრისტეს მსხვერპლისადმი მადლიერებით აღძრულმა დაწერა: „ღვთის ძისადმი რწმენით ვცოცხლობ, რომელმაც შემიყვარა და თავი გასწირა ჩემთვის“ (გალატელები 2:20). მართალია, იესო მის გაქრისტიანებამდე მოკვდა, მაგრამ პავლე ამ მსხვერპლს ღვთისგან პირადად მისთვის ბოძებულ ძღვნად მიიჩნევდა.

იესოს მსხვერპლი ღვთის მიერ პირადად თქვენთვის ბოძებული ძღვენია, რაც ამტკიცებს, რომ ღვთის თვალში ძვირფასნი ხართ. ამას კი „მარადიული ნუგეში და კარგი იმედი“ მოაქვს, რათა განგამტკიცოთ „ყოველ კარგ საქმესა და სიტყვაში“ (2 თესალონიკელები 2:16, 17).

მართალია, იესომ თავისი სიცოცხლე მსხვერპლად დაახლოებით 2 000 წლის წინ გაიღო, მაგრამ რა ცხადყოფს იმას, რომ ღმერთს დღესაც სურს თქვენთან დაახლოება?

^ აბზ. 5 ქრისტეს მიერ გაღებული მსხვერპლის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, თავი 5. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.