არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გულწრფელობა კარგი თვისებაა, მაგრამ საკმარისია?

გულწრფელობა კარგი თვისებაა, მაგრამ საკმარისია?

გულწრფელობა კარგი თვისებაა, მაგრამ საკმარისია?

მართლა აუცილებელია გულწრფელობა ჩვენს დროში? ლექსიკონების მიხედვით გულწრფელობა განიმარტება, როგორც „თვალთმაქცობისა და პირმოთნეობისგან თავისუფლება, პატიოსნება, პირდაპირობა, ალალმართლობა“. ნათელია, რომ ეს თვისება ხელს უწყობს სხვებთან კარგ ურთიერთობას. მოციქული პავლე სწერდა ქრისტიანებს: „ყველაფერში დაემორჩილეთ თქვენს ხორციელ ბატონებს, არა მოჩვენებითი სამსახურით, როგორც კაცთმაამებლებმა, არამედ გულწრფელად, როგორც ღვთისმოშიშებმა“ (კოლასელთა 3:22). ვინ არ დააფასებს, თუკი მასთან ერთად გულწრფელი ადამიანი მუშაობს? დღეს გულწრფელ ადამიანს, ჩვეულებრივ, სამუშაოს პოვნისა და მისი შენარჩუნების მეტი შანსი აქვს.

ყველაზე მეტად კი გულწრფელობა იმიტომ არის დასაფასებელი, რომ ღმერთთან ჩვენს ურთიერთობაზე ახდენს გავლენას. ძველ ისრაელებს ღმერთი მაშინ აკურთხებდა, როდესაც წრფელი გულით იცავდნენ რჯულსა და დადგენილ დღესასწაულებს. კრების სიწმინდეზე საუბრისას, პავლემ ქრისტიანებს მოუწოდა: «ვიდღესასწაულოთ არა ძველი საფუარით, არა ბოროტებისა და უკეთურების საფუარით, არამედ სიწმიდისა [„გულწრფელობისა“, აქ] და ჭეშმარიტების ხმიადით» (1 კორინთელთა 5:8). გულწრფელობა არა მარტო სასურველი თვისებაა, არამედ აუცილებელიც კი, თუ გვინდა, რომ ჩვენი თაყვანისცემა ღვთისთვის მისაღები იყოს. თუმცა მხოლოდ გულწრფელობა როდი კმარა. მას ჭეშმარიტება უნდა ახლდეს თან.

„ტიტანიკის“ მშენებლებსა და მგზავრებს შეიძლება გულწრფელად სწამდათ, რომ ლაინერის ჩაძირვა შეუძლებელი იყო, მაგრამ 1912 წელს, პირველივე მოგზაურობის დროს, გემი აისბერგს დაეჯახა. შედეგად, 1 517 მგზავრი დაიღუპა. პირველ საუკუნეში მცხოვრებ ზოგიერთ იუდეველსაც შესაძლოა გულწრფელად სწამდა, რომ ღმერთს მისთვის მოსაწონი სახით ემსახურებოდა, მაგრამ მათი გულმოდგინება „საფუძვლიანი ცოდნიდან“ არ მომდინარეობდა (რომაელთა 10:2, აქ). ღვთისმოსაწონი რომ ვიყოთ, ის, რაც გულწრფელად გვწამს, ზუსტ ინფორმაციაზე უნდა იყოს დაფუძნებული. თქვენს მახლობლად მცხოვრები იეჰოვას მოწმეები სიხარულით დაგეხმარებიან იმის დადგენაში, თუ რას ნიშნავს ღვთისთვის გულწრფელად და ჭეშმარიტებით მსახურება.