არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სამეფო დარბაზის კარი ყველასთვის ღიაა

სამეფო დარბაზის კარი ყველასთვის ღიაა

სამეფოს მაუწყებლები იტყობინებიან

სამეფო დარბაზის კარი ყველასთვის ღიაა

იესო ქრისტემ მოწაფეებს მსახურებისთვის მომზადებისას მოუწოდა, ‘ერდოებზე ექადაგათ’ (მათე 10:27). დიახ, ქრისტიანული მსახურება მათ დაუფარავად, საჯაროდ უნდა შეესრულებინათ. ამ რჩევიდან გამომდინარე, იეჰოვას მოწმეებიც საჯაროდ ეწევიან თავიანთ საქმიანობას. ეს კი მოწმეებს წინააღმდეგობის დაძლევასა და დადებითი გამოხმაურების მიღწევაში ეხმარება.

იეჰოვას მოწმეთა კრების შეხვედრებზე დასწრება ყველას შეუძლია, მაგრამ ზოგიერთებს წინასწარშექმნილი უარყოფითი აზრის გამო არ სურთ სამეფო დარბაზში მისვლა. ასეთი სიტუაციაა ფინეთშიც. ზოგს კი, უბრალოდ, მისთვის უცხო ადგილებში სიარული არ უყვარს. როდესაც ახალი სამეფო დარბაზი აშენდება ან ძველს რეკონსტრუქცია ჩაუტარდება, ჩვეულებრივ, ღია კარის დღე ეწყობა ხოლმე. ამ დღეს შეიძლება სამეფო დარბაზის მახლობლად მცხოვრები ხალხის მოწვევას გაეწიოს ორგანიზება, რათა ისინი იეჰოვას მოწმეთა საქმიანობას გაეცნონ.

ერთ დასახლებაში მოწმეებმა ჟურნალების გავრცელების კამპანია მოაწყვეს იმ დღეს, როდესაც ახალ სამეფო დარბაზში ღია კარის დღე იყო დაგეგმილი. ორი მოწმე შეხვდა ხნიერ მამაკაცს, რომელმაც თქვა, ჟურნალ „საგუშაგო კოშკისა“ და „გამოიღვიძეთ!“-ის კითხვა ძალიან მომწონსო. ძმებმა ის ღია კარის დღეზე დაპატიჟეს და სამეფო დარბაზში წაყვანაც შესთავაზეს. მამაკაცი სიხარულით დათანხმდა. მისმა ცოლმა, რომელიც მთელ ამ საუბარს ისმენდა, მოულოდნელად თქვა, უჩემოდ არ წახვიდეთო.

როდესაც სამეფო დარბაზში შევიდნენ, მამაკაცმა თვალი მოავლო იქაურობას და განაცხადა: „აქაურობა სულაც არ ყოფილა ბნელი. რა ლამაზი და ნათელი შენობაა. მეუბნებოდნენ, რომ სამეფო დარბაზი შავი იქნებოდა“. წყვილმა ცოტა ხანი დაყო იქ და ლიტერატურაც აიღო.

ერთ კრებას სურდა, ადგილობრივ გაზეთში განცხადება გაეკეთებინა სამეფო დარბაზის მიძღვნასთან დაკავშირებული ღია კარის დღის შესახებ. როდესაც ამ ღონისძიების შესახებ შეიტყო, გაზეთის მთავარმა რედაქტორმა შესთავაზა მათ, რომ ამის თაობაზე სტატია დაწერილიყო. ძმები დათანხმდნენ და მალე გაზეთში ნახევარგვერდიანი სტატია გამოჩნდა, სადაც ეს მოვლენა და იეჰოვას მოწმეთა ადგილობრივი კრების საქმიანობა იყო გაშუქებული.

სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, ერთი ასაკოვანი და თავის მეზობელს შეხვდა, რომელმაც უთხრა: „დღევანდელ გაზეთში შესანიშნავი სტატია იყო იეჰოვას მოწმეებზე!“. დას ქადაგების საშუალება მიეცა, შემდეგ კი მეზობელს შესთავაზა ბროშურა „იეჰოვას მოწმეები მეოცე საუკუნეში“.

გარდა იმისა, რომ ღია კარის დღესა და ახალი სამეფო დარბაზების მიძღვნასთან დაკავშირებული ღონისძიებები ბევრს იეჰოვას მოწმეებზე მცდარ შეხედულებას უფანტავს, ისინი მაუწყებლებსაც ახალისებს, რომ უფრო მეტი ადამიანი მოიწვიონ კრების შეხვედრებზე. დიახ, მრავალ ქვეყანაში, და მათ შორის ფინეთშიც, ადამიანები ხედავენ, რომ იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზის კარი ყველასთვის ღიაა.