არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„იცით, რატომ გიბრუნებთ ფულს?“

„იცით, რატომ გიბრუნებთ ფულს?“

„იცით, რატომ გიბრუნებთ ფულს?“

„ოჰ, როგორ მჭირდება ფული!“ — ფიქრობდა კასპში მცხოვრები მარტოხელა დედა, ნანა, რომელსაც სამი შვილი ჰყავს. ერთ დილასაც, მისი ოცნება ახდა. მან პოლიციის შენობასთან 300 ლარი იპოვა. ახლომახლო არავინ ჩანდა. მთელი ხუთი წლის განმავლობაში, რაც ლარი საქართველოს ეროვნული ფული გახდა, ნანას 100-ლარიანი არც კი ენახა. ეტყობოდა, რომ ეს ვაჭრობით შეგროვებული ფული არ იყო.

„რად მინდა ასეთი ფული, თუ რწმენას, ღვთისმოშიშებასა და სულიერობას დავკარგავ?“ — ფიქრობდა ნანა. ასეთი ქრისტიანული თვისებები ხომ რწმენის გამო დევნისა და ფიზიკური შეურაცხყოფის მიუხედავად განივითარა.

ნანამ დაინახა, რომ პოლიციის შენობის წინ ხუთი პოლიციელი გამწარებით რაღაცას ეძებდა. მაშინვე მიხვდა, რომ ისინი ფულს ეძებდნენ და მისვლისთანავე ჰკითხა:

— რას ეძებთ, რამე დაკარგეთ?

— ფული, — უპასუხეს მათ.

— რამდენი?

— სამასი ლარი!

— მე ვიპოვე თქვენი ფული, — უთხრა ნანამ. შემდეგ კი დასძინა: „იცით, რატომ გიბრუნებთ ფულს? იმიტომ, რომ იეჰოვას მოწმე ვარ. იეჰოვას მოწმე რომ არ ვიყო, ასე არ მოვიქცეოდი“.

უბნის რწმუნებულთა უფროსმა, რომელმაც ეს ფული დაკარგა, ასეთი პატიოსნებისთვის 20 ლარი აჩუქა ნანას.

კასპში ეს ამბავი მალე გავრცელდა. მეორე დღეს პოლიციის შენობიდან გამოსულმა დამლაგებელმა ქალმა ნანას უთხრა: „უბნის რწმუნებულთა უფროსს აქამდე ხომ ყოველთვის ჰქონდა თქვენი ლიტერატურა კაბინეტში, ახლა კი, ალბათ, უფრო დააფასებს მათ“. ერთმა პოლიციელმა კი თქვა: „ყველა იეჰოვას მოწმე რომ იყოს, დანაშაულს ვინღა ჩაიდენდა?“.