არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ღვთის სახელი ცნობილი ხდება!

ღვთის სახელი ცნობილი ხდება!

ღვთის სახელი ცნობილი ხდება!

● კვებეკთან (კანადა) ახლოს, ორლეანის ულამაზეს კუნძულზე სეირნობისას უმალვე შენიშნავთ საუცხოო ნაგებობებს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ იქ რელიგიური ხალხი ცხოვრობს. კუნძულის გარშემო, გზის პირას მრავალი სამლოცველოა აგებული, რომლებიც ძველ დროს მოგაგონებთ.

სენტ-პიერში (კვებეკი) აღმართულია უძველესი ეკლესია, რომელიც 1717 წლითაა დათარიღებული. დღეს ამ შენობაში სამხატვრო გალერეაა, სადაც ხელოვნების არაერთ შედევრს ნახავთ. საკურთხევლის ზემოთ გამოსახულია ტეტრაგრამატონი, ოთხი ებრაული ასო, რომლითაც ღვთის სახელი, იეჰოვაა წარმოდგენილი.

დღეს კათოლიკურ ეკლესიაში იშვიათად თუ მოისმენთ ღვთის სახელს, წერილობითი სახით კი მითუმეტეს ვერსად ნახავთ. 2008 წელს ვატიკანის მიერ გამოცემულ ხელნაწერში ისიც კი იყო ნათქვამი, რომ პაპის ბრძანებით ღვთის სახელი „არც რელიგიური მსახურების, არც საგალობლების და არც ლოცვის დროს უნდა წარმოეთქვათ“. ბიბლიაში გასაგებად არის ნათქვამი, რომ ღმერთს სურს, მისი სახელი „მთელ დედამიწას ეუწყოს“ (გამოსვლა 9:16).

იეჰოვას მოწმეები თვლიან, რომ ღვთის ნების შესასრულებლად საკმარისი არ არის მხოლოდ მისი სახელის შენობებზე გამოსახვა. ისინი ყოველწლიურად 1,5 მილიარდ საათს უთმობენ ღვთის სახელისა და მისი განზრახვების გაცხადებას მთელ მსოფლიოში. მათ ღვთის სახელი, იეჰოვა ბიბლიის იმ მონაკვეთებში აღადგინეს, სადაც თავდაპირველად ორიგინალში ეწერა. მათ გამოსცეს „ბიბლია — ახალი ქვეყნიერების თარგმანი“, რომელშიც დედნისეული ტექსტი ზუსტადაა გადმოცემული და ღვთის სახელი, იეჰოვა დაახლოებით 7 000-ჯერ არის მოხსენიებული. დღეისათვის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ 165 000 000-ზე მეტი ეგზემპლარია დაბეჭდილი და მთლიანად ან ნაწილობრივ 83 ენაზეა ხელმისაწვდომი. ასე რომ, როცა საქმე ღვთის სახელის გამოყენებაზე მიდგება, უნდა დავფიქრდეთ, რა საფუძველი გვაქვს იმისთვის, რომ არ გამოვიყენოთ ღვთის სახელი.

[სურათი 21 გვერდზე]

„ახალი ქვეყნიერების თარგმანი“, რომელშიც ღვთის სახელი, იეჰოვა დაახლოებით 7 000-ჯერ არის მოხსენიებული, მთლიანად ან ნაწილობრივ 83 ენაზეა ხელმისაწვდომი.