არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა წერილები

მკითხველთა წერილები

მკითხველთა წერილები

მეგობრები დედაჩემის სიკვდილიდან დაახლოებით ოთხი წლის შემდეგ შესაძლებლობა მომეცა, მყოლოდა რამდენიმე ნამდვილი მეგობარი. ისინი ჩემი ახლო მეგობრები არიან და ჩემთვის ძვირფას ადამიანებს წარმოადგენენ. სტატიათა სერიამ „როგორ შევიძინოთ ნამდვილი მეგობრები?“ (8 დეკემბერი, 2004) დამაფიქრა იმაზე, თუ როგორი მადლობელი ვარ, რომ მეგობრები მყავს!

ო. ბ. (შეერთებული შტატები).

მე 11 წლის ვარ და რატომღაც არ შემეძლო მეგობრების შეძენა. ამ სტატიების წაკითხვის შემდეგ მდგომარეობა გაუმჯობესდა. ეს ჟურნალი მივეცი ჩემს თანაკლასელს, რომელიც ცდილობდა, რომ სხვებზე ცუდად ელაპარაკა. სტატიების წაკითხვის შემდეგ ის შეეცადა, რომ მეტად აღარ გაეკეთებინა ეს.

ჯ. კ. (პოლონეთი).

ამ სტატიების კითხვამ დამანახვა, რომ თავად უნდა ვიყო მეგობარი, თუ მინდა, რომ მეგობრები შევიძინო ანუ საქმეების 20:35-ში ჩაწერილი რჩევის თანახმად, მზად უნდა ვიყო მეგობრებისთვის გავცე ჩემი დრო თუ სხვა საშუალებები. თქვენ შესანიშნავ რჩევებს გვაწვდით.

ა. კ. (პოლონეთი).

ყოველთვის მქონდა პრობლემები მეგობრების შეძენასთან დაკავშირებით, ქრისტიანულ კრებაშიც კი. ახლა ვიცი, რომ უნდა ვიყო გულწრფელი, მეგობრული და არ მოველოდე სხვებისგან სრულყოფილებას. იეჰოვა თავის დროზე გვპასუხობს!

ლ. ზ. (რუსეთი).

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ჩემთვის სირთულეს წარმოადგენდა სხვებთან ურთიერთობა. გადავწყვიტე, რომ ამ სტატიებში მოცემული რჩევები გამომეყენებინა. მე დამეხმარა რჩევა გულწრფელობასთან დაკავშირებით და ის აზრი, რომ თანდათანობით გამოვავლინოთ სხვებთან საკუთარი ფიქრები და გრძნობები.

ნ. მ. (იაპონია).

სადილის დროს ჩემს თანაკლასელებს ვუყვებოდი ამ სტატიების შესახებ. მათი დახმარებით, ისინი ეცნობიან ღვთის სიტყვას. გთხოვთ, განაგრძოთ ისეთი სტატიების გამოქვეყნება, რომლებიც ცხადყოფს ბიბლიის პრაქტიკულ ღირებულებას ყველა ადამიანისთვის.

მ. ნ. (იაპონია).

დიდი ინტერესით ვკითხულობდი ჩარჩოში მოცემულ პასუხს კითხვაზე «შეიძლება, რომ ქალი და მამაკაცი „მხოლოდ მეგობრები“ იყვნენ?» არც ერთი სხვა ჟურნალი თუ წიგნი არ იძლევა ასე მარტივ და ნათელ პასუხს.

რ. კ. (გერმანია).

თქვენ მიერ გამოქვეყნებული სტატიები ყოველთვის დიდ დახმარებას გვიწევს. ისინი ძალებს გვაძლევს ჩვენი მიზნის მიღწევაში, რომ უფრო მეტი გავაკეთოთ იეჰოვასთვის და მისი სახით შევიძინოთ მეგობარი. დიდი მადლობა გამხნევებისთვის!

რ. ვ. ჰ. (გერმანია).

ეს სტატიათა სერია ზუსტად ის არის, რაც მჭირდებოდა. მე 15 წლის ვარ და ჩემთვის ძნელია მეგობრების შეძენა. რჩევები, რომლებსაც გვაწვდით, დამეხმარება, განვავითარო და შევინარჩუნო მეგობრობა. საოცარია ის, რომ ეს სტატიები მაშინ მივიღე, როცა ვლოცულობდი, თუ როგორ მელაპარაკა გულწრფელად ჩემს გრძნობებზე სხვებთან.

ბ. ი. (საფრანგეთი).

სამწუხაროდ, ახლახან ზოგიერთი ჩემი მეგობარი დამშორდა, რაზეც ძალიან ვწუხდი, რადგან მარტოობის გრძნობა დამეუფლა. ძალიან გამამხნევა იმის გაგებამ, რომ იეჰოვა არ გვტოვებს. სასიამოვნო იყო პრაქტიკული რჩევების წაკითხვა და გამოყენება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შევიძინოთ ნამდვილი მეგობრები.

ს. ს. (იტალია).

მინდა, რომ ჩემი ქალიშვილი სულიერად გაიზარდოს. ეს ჟურნალი ხაზს უსვამს იმას, რომ ნებისმიერი ასაკის ადამიანები შეიძლება დამეგობრდნენ. ვიცი, რომ ეს სტატიები მას დაეხმარება. ის მეც დამეხმარა.

ა. ლ. (შეერთებული შტატები).

ახლა ვიცი, რომ თავად უნდა გამოვავლინო სხვების მიმართ ინტერესი და შევიცვალო, რათა ნამდვილი მეგობარი გავხდე. დარწმუნებული ვარ, რომ იეჰოვა დამეხმარება.

მ. ი. (კანადა).