საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) სექტემბერი 2017

ამ ნომერშია სასწავლო სტატიები 2017 წლის 23 ოქტომბრიდან 26 ნოემბრიდან ჩათვლით.

განივითარეთ თავშეკავება!

როგორ გვეხმარება ბიბლიური მაგალითები თავშეკავების განვითარებასა და გამოვლენაში? რატომ უნდა სურდეთ ქრისტიანებს ამ თვისების განვითარება?

მიჰბაძეთ იეჰოვას თანაგრძნობის გამოვლენაში

ერთხელ ღმერთმა მოსეს თავისი სახელი გაუცხადა და თავისი თვისებები გააცნო. მან თავის თვისებებს შორის თანაგრძნობას გაუსვა ხაზი. რას ნიშნავს თანაგრძნობა და რატომ უნდა გვსურდეს, მეტი გავიგოთ მის შესახებ?

ავტობიოგრაფია

ბედნიერი ვარ, რომ დღემდე სულიერად მოწიფული მამაკაცების გვერდით ვმსახურობ

დეივიდ სინკლერი დიდ პატივად მიიჩნევს, რომ 61 წელია ბრუკლინის ბეთელში ერთგული და-ძმების გვერდით მსახურობს.

„ჩვენი ღვთის სიტყვა მარადიულად დარჩება“

ბიბლია დაწერიდან საუკუნეების შემდეგაც კი ბესტსელერია მიუხედავად იმისა, რომ იცვლებოდა ენა, იცვლებოდა პოლიტიკური ვითარება და ეწინააღმდეგებოდნენ თარგმანების კეთებას.

„ღვთის სიტყვა არის . . . მოქმედი“

ბევრმა ღვთის სიტყვის შესწავლით ძირეული ცვლილებები მოახდინა. რა უნდა გავაკეთოთ, რომ ღვთის სიტყვამ ჩვენზეც იმოქმედოს?

„გამბედაობა მოიკრიბე . . . და იმოქმედე!“

რატომ გვჭირდება გამბედაობა და როგორ შეგვიძლია მისი განვითარება?