არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იდეები კვლევისთვის

იდეები კვლევისთვის

როგორ გამოვიყენოთ განყოფილება „რა არის ახალი“

JW ბიბლიოთეკაში და ვებგვერდზე jw.org ნახავთ განყოფილებას „რა არის ახალი“, რომელშიც განთავსებულია ბოლო დროს გამოქვეყნებული მასალა. როგორ ვისარგებლოთ ამ განყოფილებით, რომ არ გამოგვრჩეს უახლესი ინფორმაცია?

JW ბიბლიოთეკა

  • როცა რომელიმე სტატიათა სერიას ახალი სტატია ემატება, იქვე ჩნდება განახლების ნიშანი. როცა დაინახავთ ამ ნიშანს განყოფილებაში „რა არის ახალი“, განაახლეთ შესაბამისი სტატიათა სერია. უახლესი სტატია სტატიების ჩამონათვალის თავში მოექცევა, თუ მათ თარიღის მიხედვით დააჯგუფებთ.

  • უფრო დიდი მასალის, მაგალითად, ჟურნალის, თავიდან ბოლომდე წაკითხვა შეიძლება ერთ ჯერზე გაჭირდეს. რომელიმე სტატია წაუკითხავი რომ არ დაგრჩეთ, შეგიძლიათ ჟურნალი „რჩეულებში“ დაამატოთ, სანამ ბოლომდე წაიკითხავთ.

JW.ORG

მასალის გარკვეული ნაწილი, მაგალითად, სიახლეები და ზოგიერთი განცხადება, ჩნდება მხოლოდ ვებგვერდზე jw.org. ასე რომ, რეგულარულად შეამოწმეთ ვებგვერდზე განყოფილება „რა არის ახალი“.