არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲠᲐ ᲨᲔᲣᲛᲡᲣᲑᲣᲥᲔᲑᲡ ᲛᲒᲚᲝᲕᲘᲐᲠᲔᲔᲑᲡ ᲛᲓᲒᲝᲛᲐᲠᲔᲝᲑᲐᲡ?

ნამდვილი ნუგეში მგლოვიარეთათვის

ნამდვილი ნუგეში მგლოვიარეთათვის

ᲑᲝᲚᲝ ᲓᲠᲝᲡ ᲐᲠᲐᲔᲠᲗᲘ ᲙᲕᲚᲔᲕᲐ ᲩᲐᲢᲐᲠᲓᲐ ᲘᲛᲘᲡ ᲗᲐᲝᲑᲐᲖᲔ, ᲗᲣ ᲠᲝᲒᲝᲠ ᲐᲘᲡᲐᲮᲔᲑᲐ ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲖᲔ ᲐᲮᲚᲝᲑᲚᲘᲡ ᲓᲐᲙᲐᲠᲒᲕᲐ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, საუკეთესო სპეციალისტების მიერ შემოთავაზებული რჩევები ეთანხმება უძველეს წიგნში, ბიბლიაში ჩაწერილ ბრძნულ რჩევებს. ეს კი იმაზე მოწმობს, რომ ბიბლიური რჩევები ფასს არასდროს კარგავს. თუმცა ბიბლიაში არა მარტო სანდო რჩევებია, არამედ ისეთი აზრებიც, რასაც სხვაგან ვერსად წავიკითხავთ, და რაც მგლოვიარეებს ნამდვილ ნუგეშს ჰგვრის.

  • ბიბლია გვარწმუნებს, რომ გარდაცვლილები ვერანაირ ტკივილს ვერ გრძნობენ

    ეკლესიასტეს 9:5-ში წერია, რომ „მკვდრებმა. . . არაფერი იციან“, „ფსალმუნებიდან“ კი ვიგებთ, რომ მათი ფიქრები ქრება (ფსალმუნი 146:4). აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რატომ ადარებს ბიბლია სიკვდილს ძილთან (იოანე 11:11).

  • მანუგეშებელია, რომ ღმერთი მოსიყვარულეა

    ფსალმუნის 34:15-ში ნათქვამია: „იეჰოვას * მართლებისკენ აქვს მიპყრობილი თვალი და ყური — მათი ღაღადისკენ, როცა შველას სთხოვენ“. ლოცვა უბრალოდ ერთგვარი თერაპია ან აზრების თავმოყრის კარგი საშუალება როდია. ლოცვა გვეხმარება, პირადი ურთიერთობა განვავითაროთ ჩვენს შემოქმედთან, რომელსაც ჩვენი ნუგეშისცემის ძალა შესწევს.

  • ბიბლია შესანიშნავი მომავლის იმედს გვისახავს

    წარმოიდგინეთ ის დრო, როცა უამრავი გარდაცვლილი მკვდრეთით აღდგება, რათა კვლავ გაიხარონ სიცოცხლით დედამიწაზე! ბიბლიაში არაერთხელ არის ამაზე საუბარი. მასში ნათქვამია, რომ იმ დროს ღმერთი მოგვწმენდს „ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო“ (გამოცხადება 21:3, 4).

ბევრს, ვისაც სწამს იეჰოვა ღმერთის, ძალას მატებს მკვდრეთით აღდგომის იმედი და უადვილდება ჭრილობების მოშუშება. მაგალითად, ენი, რომელსაც 65-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ მეუღლე დაეღუპა, ასეთ რამეს ამბობს: „ბიბლიამ დამარწმუნა, რომ ადამიანები, რომლებიც ჩვენ გვერდით აღარ არიან, არანაირ ტკივილს არ გრძნობენ. მეტიც, ღმერთი სიცოცხლეს დაუბრუნებს ყველას, ვინც თავის მეხსიერებაში ჰყავს. ყოველთვის, როცა მეუღლე მახსენდება, ამ იმედზე ვფიქრობ. ეს კი მეხმარება, ავიტანო დარტყმა, რომელიც ყველაზე საშინელი იყო ჩემს ცხოვრებაში!“.

ამ ჟურნალის ერთ-ერთ სტატიაში მოხსენიებული ტინა აღნიშნავს: „მას მერე, რაც მეუღლე დამეღუპა, გამუდმებით ვგრძნობ ღვთის მხარდაჭერას. იმ უმძიმეს პერიოდში აშკარად ვხედავდი, როგორ მეხმარებოდა იეჰოვა. იოტისოდენა ეჭვიც არ მეპარება, რომ მკვდრეთით აღდგომა იქნება. სწორედ ეს იმედი მაძლებინებს იმ დრომდე, სანამ ტიმოს კვლავ შევხვდები“.

ამ სიტყვებს ეთანხმება მილიონობით ადამიანი, რომლებიც ბიბლიის სანდოობაში დარწმუნდნენ. მაშინაც კი, თუ თქვენთვის ბიბლიური დანაპირები ზღაპარივით ჟღერს ან არარეალურად გეჩვენებათ, კარგი იქნება, თუ თავად გამოიკვლევთ ფაქტებს, რომლებიც ადასტურებს, რომ ბიბლიური რჩევები თუ დაპირებები სანდოა. შედეგად დარწმუნდებით, რომ მგლოვიარეთათვის სწორედ ბიბლიაა ნამდვილი ნუგეშის წყარო.

ᲒᲐᲘᲒᲔᲗ ᲛᲔᲢᲘ ᲛᲙᲕᲓᲠᲔᲗᲘᲗ ᲐᲦᲓᲒᲝᲛᲘᲡ ᲘᲛᲔᲓᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ

უყურეთ ვიდეორგოლებს ვებგვერდზე jw.org

ბიბლია გვპირდება, რომ კვლავ შევხვდებით ჩვენს გარდაცვლილ ახლობლებს.

ᲠᲐ ᲛᲓᲒᲝᲛᲐᲠᲔᲝᲑᲐᲨᲘ ᲐᲠᲘᲐᲜ ᲛᲙᲕᲓᲠᲔᲑᲘ?

რა ხდება სიკვდილის შემდეგ? ბიბლია ამაზე ნათელ პასუხს გვცემს, რაც ნუგეშსა და სიმშვიდეს გვგვრის.

იხილეთ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ > ᲕᲘᲓᲔᲝᲔᲑᲘ (ვიდეოარქივი: ᲑᲘᲑᲚᲘᲐ)

ᲒᲡᲣᲠᲗ ᲡᲐᲡᲘᲮᲐᲠᲣᲚᲝ ᲪᲜᲝᲑᲘᲡ ᲛᲝᲡᲛᲔᲜᲐ?

სად შეგიძლიათ სასიხარულო ცნობის მოსმენა მაშინ, როცა ირგვლივ ამდენი უბედურება ხდება?

იხილეთ ᲑᲘᲑᲚᲘᲣᲠᲘ ᲡᲐᲙᲘᲗᲮᲔᲑᲘ > ᲡᲘᲛᲨᲕᲘᲓᲔ ᲓᲐ ᲑᲔᲓᲜᲘᲔᲠᲔᲑᲐ

^ აბზ. 7 ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვა ღვთის სახელია.