არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

შენი სიტყვა მარადიულად გასტანს

შენი სიტყვა მარადიულად გასტანს

ჩამოტვირთეთ:

  1. 1. აპყრობდნენ ზეცად თვალს,

    გულში ღვთის შიში ჰქონდათ.

    მადლობდნენ ზეციერ ღმერთს,

    სიყვარული რომ უჩვენა.

    ამცნე მათ სახელი,

    და სამეფოს იმედი.

    გაუმჟღავნე ის ცნობა,

    რომელიც გვიჩვენებს დღეს სწორ გზას.

    მათ უყვარდი გულით,

    და იყვნენ ამაყნი, რადგან

    შენი ნებით ანდე სიტყვა, რომ

    ჩაეწერათ ის, დაეცვათ.

    (ᲛᲘᲡᲐᲛᲦᲔᲠᲘ)

    ღმერთო, ეს შენი სიტყვა

    გასტანს მარადიულად.

    შენს სიტყვას სიცოცხლე მოაქვს და სინათლე,

    მსურს, რომ დავიცვა მუდამ ის მე.

  2. 2. ო, მტრის რისხვის მიუხედავად

    ვერ დაგადუმეს შენ.

    შენი სიტყვის მოყვარულნი

    რწმენას, შენს სიტყვას იცავდნენ.

    მათ ბიბლიებს რომ კრძალავდნენ,

    სიკვდილისთვისაც მზად იყვნენ.

    ძლიერი რწმენით და უშიშარი გულით

    შენი სიტყვა მათ დაიცვეს.

    (ᲛᲘᲡᲐᲛᲦᲔᲠᲘ)

    ო, ღმერთო, შენი წმინდა სიტყვა

    გასტანს მარადიულად.

    შენს სიტყვას სიცოცხლე მოაქვს და სინათლე,

    მსურს, რომ დავიცვა მუდამ ის მე.

  3. 3. შენი სიტყვა შენს სახელს გვიმჟღავნებს,

    რომ გქვია იეჰოვა.

    ყველა შენი სიტყვა

    შესრულდება და ჩვენ

    გადიდებთ მთელი სიცოცხლე.

    (ᲛᲘᲡᲐᲛᲦᲔᲠᲘ)

    ღმერთო, შენი წმინდა სიტყვა

    გასტანს მარადიულად.

    შენს სიტყვას სიცოცხლე მოაქვს და სინათლე,

    მსურს, რომ დავიცვა მუდამ ის მე,

    მუდამ ის მე.