არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიმღერა 22

ღვთის სამეფო უკვე მმართველობს!

ღვთის სამეფო უკვე მმართველობს!

(გამოცხადება 11:15; 12:10)

  1. 1. ღმერთო მარადიულო, შენ

    ყოველთვის იქნები.

    შენს ძეს ტახტი უბოძე და

    მეფობს შენი ნებით.

    სამეფო დამყარდა უკვე,

    ის დედამიწას აკურთხებს.

    (მისამღერი)

    და აი, აღსრულდა,

    ზეცად სამეფო დაფუძნდა.

    შევთხოვთ უზენაესს:

    „შენი სამეფო მოვიდეს!“

  2. 2. ეშმაკის დრო იწურება,

    ვიცით ეს, რას ნიშნავს.

    თუმც გაჭირვების დრო გვიდგას,

    ჩვენ ვხედავთ უხილავს.

    სამეფო დამყარდა უკვე,

    ის დედამიწას აკურთხებს.

    (მისამღერი)

    და აი, აღსრულდა,

    ზეცად სამეფო დაფუძნდა.

    შევთხოვთ უზენაესს:

    „შენი სამეფო მოვიდეს!“

  3. 3. ანგელოზნი ყიჟინებენ

    და ადიდებენ ღმერთს.

    ზეცად სრულად აღმოიფხვრა

    სატანის სიცრუე.

    სამეფო დამყარდა უკვე,

    ის დედამიწას აკურთხებს.

    (მისამღერი)

    და აი, აღსრულდა,

    ზეცად სამეფო დაფუძნდა.

    შევთხოვთ უზენაესს:

    „შენი სამეფო მოვიდეს!“

(იხილეთ აგრეთვე დან. 2:34, 35; 2 კორ. 4:18)