არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავმდაბალი და მორჩილი მარიამი

თავმდაბალი და მორჩილი მარიამი

ჩამოტვირთე:

  1. 1. ღვთის ანგელოზი მარიამს

    ეჩვენა გალილეაში.

    ეს იყო თვით გაბრიელი,

    და აი რა უთხრა მან იქ:

    „შენ იეჰოვამ გაკურთხა,

    მისი ძის დედა გახდები,

    შენ მოგიცავს ღვთის სული და

    აღსრულდება ყველაფერი“.

    (მისამღერის შესავალი)

    გულში ჩაიბეჭდა ეს სიტყვა,

    ღვთის ნებას ის დაემორჩილა.

    (მისამღერი)

    მარიამის მსგავსად

    ერთგული რომ ვიყო,

    მინდა ვასრულებდე ღვთის ნებას.

    ვიყო მორჩილი, იეჰოვას ვუსმინო,

    რომ მივბაძო მარიამს.

  2. 2. ჩაისახა სასწაულით

    მასში იესოს სიცოცხლე.

    ღვთის მორჩილმა იოსებმაც

    იქორწინა მარიამზე.

    და ვაჟი იშვა ბეთლემში,

    ბაგაში ჩააწვინეს ის.

    და აღსრულდა ყველაფერი,

    რაც იყო მასზე ნათქვამი.

    (მისამღერის შესავალი)

    ასე იზრდებოდა ყმაწვილი,

    მშობლების დიდი სიხარული.

    (მისამღერი)

    მარიამის მსგავსად

    ერთგული რომ ვიყო,

    მინდა ვასრულებდე ღვთის ნებას.

    ვიყო მორჩილი, იეჰოვას ვუსმინო,

    რომ მივბაძო მარიამს.

    (მისამღერი)

    მარიამის მსგავსად

    ერთგული რომ ვიყო,

    მინდა ვასრულებდე ღვთის ნებას.

    ვიყო მორჩილი, იეჰოვას ვუსმინო,

    რომ მივბაძო მარიამს.