არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐ

აკვირდებით, როგორ გპასუხობთ იეჰოვა ლოცვებზე?

აკვირდებით, როგორ გპასუხობთ იეჰოვა ლოცვებზე?

ბიბლიაში არაერთი შემთხვევაა ჩაწერილი, როცა იეჰოვამ თავის ერთგულ მსახურებს ლოცვებზე უპასუხა. ცხადია, ეს მათ რწმენას ერთიორად განუმტკიცებდა. კარგი იქნება, თუ კონკრეტულად ვილოცებთ და დავაკვირდებით, როგორ გვპასუხობს ღმერთი. გახსოვდეთ, რომ იეჰოვამ შეიძლება ისე არ გვიპასუხოს, როგორც ჩვენ მოველით ან იმაზე მეტი გააკეთოს, ვიდრე ვთხოვთ (2 კორ. 12:7—9; ეფეს. 3:20). როგორ გვპასუხობს იეჰოვა ლოცვებზე?

  • გვაძლიერებს ფიზიკურად, ემოციურად და სულიერად, რომ პრობლემებს გავუმკლავდეთ (ფილ. 4:13).

  • გვაძლევს სიბრძნეს, რომ სწორი გადაწყვეტილებები მივიღოთ (იაკ. 1:5).

  • გვაძლევს სურვილს და ძალას, რომ ვიმოქმედოთ (ფილ. 2:13).

  • გვგვრის სიმშვიდეს, რომ საწუხარმა არ გვშთანთქას (ფილ. 4:6, 7).

  • მხარს გვიჭერს ფიზიკურად და ემოციურად და-ძმების მეშვეობით (1 იოან. 3:17, 18).

  • ეხმარება მათ, ვისთვისაც ვლოცულობთ (საქ. 12:5, 11).

ᲣᲧᲣᲠᲔᲗ ᲕᲘᲓᲔᲝᲠᲒᲝᲚᲡ „ᲘᲔᲰᲝᲕᲐ ᲚᲝᲪᲕᲔᲑᲘᲡ ᲛᲝᲛᲡᲛᲔᲜᲘ ᲦᲛᲔᲠᲗᲘᲐ“, ᲓᲐ ᲣᲞᲐᲡᲣᲮᲔᲗ ᲨᲔᲛᲓᲔᲒ ᲙᲘᲗᲮᲕᲔᲑᲡ:

  • როგორ გვამხნევებს ძმა ტაკაშის შემთხვევა, როცა ჯანმრთელობის პრობლემებს ვებრძვით?

  • როგორ შეგვიძლია მივბაძოთ ძმა ტაკაშის?