მარცხნივ: ანტონ კუჟელკოვი და მისი მეუღლე ალიონა. მარჯვნივ: ნიკოლაი პროხოროვი და მისი მეუღლე ელენა.

27 ᲘᲐᲜᲕᲐᲠᲘ, 2022 | ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ: 29 ᲛᲐᲘᲡᲘ, 2025
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ – ᲒᲐᲛᲐᲛᲢᲧᲣᲜᲔᲑᲔᲚᲘ ᲒᲐᲜᲐᲩᲔᲜᲘ | იეჰოვას მხარდაჭერით ორი ძმა მხნეობას არ კარგავს

ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ – ᲒᲐᲛᲐᲛᲢᲧᲣᲜᲔᲑᲔᲚᲘ ᲒᲐᲜᲐᲩᲔᲜᲘ | იეჰოვას მხარდაჭერით ორი ძმა მხნეობას არ კარგავს

2025 წლის 27 მაისს კირსანოვსკის რაიონულმა სასამართლომ (ტამბოვის ოლქი) დამნაშავედ ცნო ანტონ კუჟელკოვი ექვსწელიწად-ნახევრით პირობითი სასჯელი შეუფარდა. მისთვის გამოტანილი განაჩენი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას. ნიკოლაი პროხოროვის საქმეზე კი სასამართლო პროცესები დროებით შეჩერებულია, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სიმსივნის გამო საგრძნობლად გაუარესდა.

დროის დიაგრამა

  1. 2020 წლის 21 დეკემბერი

    სამართალდამცავებმა სისხლის სამართლის საქმე აღძრეს ანტონისა და ნიკოლაის წინააღმდეგ. მათ ბრალად ედებათ ექსტრემისტული ორგანიზაციის საქმიანობის ორგანიზება.

  2. 2020 წლის 24 დეკემბერი

    სამართალდამცავებმა 19 სახლში მოაწყვეს რეიდები, მათ შორის ანტონის ბინაშიც. ანტონი დასაკითხად სახლიდან 350 კილომეტრის მოშორებით წაიყვანეს. ნიკოლაიც დაკითხეს და გადაადგილების შეზღუდვა დაუწესეს.

  3. 2020 წლის 25 დეკემბერი

    ანტონს არ დართეს სახლში დაბრუნების უფლება. ის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

  4. 2021 წლის 30 აგვისტო

    ანტონი გადაიყვანეს დროებითი მოთავსების სხვა იზოლატორში.

ზოგადი ინფორმაცია

დარწმუნებულები ვართ, რომ იეჰოვა კვლავაც გაამხნევებს და ძალებს მისცემს განსაცდელში მყოფ და-ძმებს (იგავები 1:33).

a ინტერვიუ აღებულია ანტონის მეუღლისგან, ალიონასგან, რადგან ანტონი ამჟამად დროებითი მოთავსების იზოლატორშია და მასთან ინტერვიუს ჩაწერა ვერ მოხერხდა.