არჩეულ მასალაზე გადასვლა

ძმა მურატ ორაზგელდიევი

2020 წლის 7 სექტემბერი
თურქმენეთი

თურქმენეთის სასამართლო აპატიმრებს ძმა მირატ ორაზგელდიევს სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო

თურქმენეთის სასამართლო აპატიმრებს ძმა მირატ ორაზგელდიევს სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო

განაჩენი

2020 წლის 3 სექტემბერს ვექილ-ბაზარის რაიონულმა სასამართლომ (მარის ოლქი) ძმა მირატ ორაზგელდიევს სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო ერთწლიანი პატიმრობა შეუფარდა. ძმა მირატი აპირებს განაჩენის გასაჩივრებას.

ზოგადი ინფორმაცია

მირატ ორაზგელდიევი

  • დაიბადა: 2002 წელს (ქალაქი მარი)

  • იოგრაფია: ოჯახს რომ დახმარებოდა, მუშაობდა მიმტანად. დედამ ბავშვობის ასაკშივე გააცნო იეჰოვა ღმერთი. უყვარს სპორტული თამაშები და სიმღერების წერა.

სასამართლო საქმე

2020 წლის ივნისში, ერთი თვის შემდეგ, რაც მურატს 18 წელი შეუსრულდა, სამხედრო სამსახურის შესასრულებლად კომისარიატში გამოიძახეს. მან ოფიცრებს აუხსნა, რატომ ვერ იმსახურებდა ჯარში, თუმცა აღნიშნა, რომ მზად იყო, შეესრულებინა ალტერნატიული სამოქალაქო სამსახური.

2020 წლის 1 ივლისს სამმა სამხედრო პირმა მურატს სახლში მიაკითხა და უთხრა, რომ მათ გაჰყოლოდა, რაზეც ძმამ უარი განაცხადა. იმავე დღეს, მოგვიანებით, მას სამედიცინო შემოწმება ჩაუტარეს. ექიმმა აღნიშნა, რომ ის სრულიად ჯანმრთელი იყო და შეეძლო სამხედრო სამსახურის შესრულება.

2020 წლის 14 ივლისს ძმა მურატი პროკურატურაში დაიბარეს დასაკითხად. აგვისტოში მას ბრალი წაუყენეს და საქმის მოსმენის თარიღი ჩაინიშნეს.

ვლოცულობთ და ბოლომდე ვართ დარწმუნებულნი, რომ იეჰოვა კვლავაც მისცემს გაბედულებასა და ძალას ძმა მურატ ორაზგელდიევსა და კიდევ ათ ძმას, რომლებიც რწმენის გამო იხდიან სასჯელს თურქმენეთში (ფსალმუნი 31:24).